ქართული სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ცენტალურ ინსტიტუტს წარმოადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი. ამ პრინციპის დამკვიდრებით კანონმდებელმა შეამცირა სახელმწიფოს მხრიდან კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში ჩარევის შესაძლებლობა. სახლეშეკრულებო თავისუფლების პინციპი საშუალებას აძლევს მხარეებს დადონ სწორედ ის გარიგება, რომელიც მათ სურთ. ეს პრინციპი თავის გამოხატულებას ჰპოვებს არა მხოლოდ ხელშეკრულების დადება-არდადებაში, არამედ, თუ როგორი ფორმით,  რა შინაარსით, რა ვადებით სურთ მხარეებს ამა თუ იმ ხელშეკრულების დადება.ამავდროულად, თუ საქართველოს კანონმდებლობა მხარეებს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ სესხის ხელშეკრულების ფორმის არჩევისას? საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით ”სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით.” ანუ სესხის ხელშეკრულების დადებისას მხარეს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს  ზეპირი ან წერილობითი სესხის ხელშეკრულების ფორმა,ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ის რისკ ფაქტორები, რაც ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას მოსდევს.

კანონმდებელი ერთის მხრივ გვეუბნება რომ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, თუმცა, თუ ამ მუხლს ბოლომდე წავიკითხავთ, აღმოვაჩენთ რომ ზეპირად დადებული სესხის ხელშეკრულებისას მისი ნამდვილობის დადგენა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით არ შეიძლება დადასტურდეს. აქ კი ისმის კითხვა, მაშინ როგორ უნდა დავადგინოთ ზეპირად დადებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა? დავეყრდნოთ მხოლოდ მეორე მხარის კეთილსინდისიერებას? არის კი ეს რაიმე სარგებლის მომტანი გამსესხებლისათვის, თუ პირიქით, კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული არჩევანის შესაძლებლობა საფრთხის ქვეშ აყენებს კრედიტორს?

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობისას მხარეებს უფლება აქვთ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი ქმედება, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა უნდა იყოს მხარეთა უფლებების დაცვის გარანტი და იგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა აყენებდეს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხს, თუ მოვალემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისი ვალდებულება კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

თუ დავეყრდნობით სასამართლო პრაქტიკას, დავინახავთ, რომ ზეპირად დადებული სესხის ხელშეკრულების დამტკიცების შესაძლებლობა მხარეებს თითქმის არ შეუძლიათ, მაშინ რა აზრი აქვს საქათველოს სამოქალაქო კოდექსის 624 მუხლის დათქმას სესხის ხელშეკრულების ზეპირად დადების თაობაზე, როგორ უნდა დავამტკიცოთ სიმართლე? ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უზენაესი სასამართლო ამბობს, თუ გამსესხებელმა, მსესხებელს ასესხა გარკვეული თანხა მოწმის თანდასწრებით, მაგრამ შემდეგ აღარ დააბრუნა მსესხებელმა, გამსესხებელს არ შეუძლია ფულის სესხების ფაქტი ამტკიცოს სასამართლოში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. თუმცა, თუ გამსესხებელი სასამართლოს წარუდგენს ისეთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, ანუ თუ თანხა ნასესხებია სწავლის საფასურის გადასახდელად, ან ბანკის სესხის დასაფარავად, ან ავტომანქანის შესაძენად და ა.შ. სასამართლო ზემოაღნიშნულ გარემოებებს შეაფასებს მოწმის ჩვენებასთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგენს მსესხებელსა და გამსესხებელს შორის ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსი იმპერატიულად ადგენს სესხის ხელშეკრულების ერთ, წერილობით ფორმას „თუ უფრო მკაცრი ფორმა არ არის დადგენილი, სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებები უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით” ამასთანავე, კანონმდებელი უთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება ბათილია თუ წერილობითი ფორმა არ არის დაცული.

თუ სესხის ხელშეკრულება არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით, მაშინ როგორ უნდა დავადგინოთ ზეპირი  სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა?

მაგრამ თუ დადებითი მხრივ შევხედავთ ზეპირად დადებულ სესხის ხელშეკულებას , ეს შემთხვევა გამოგვადგება, როდესაც მისი დადება ხდება შესრულებისთანავე, თუ ხელშეკრულების საგანი მცირე ოდენობის ფული ან ნაკლებად ღირებული ნივთია უფრო  ლოგიკურია  ზეპირი ხელშეკრულების დადება.

თუ დავეყრდნობით საქართველოს სასამართლო პრაქტიკას, დავინახავთ, რომ ზეპირად დადებული სესხის ხელშეკრულების დამტკიცების შესაძლებლობა მხარეებს თითქმის არ შეუძლიათ, მაშინ რა აზრი აქვს საქათველოს სამოქალაქო კოდექსის 624 მუხლის დათქმას სესხის ხელშეკრულების ზეპირად დადების თაობაზე, როგორ უნდა დავამტკიცოთ სიმართლე? ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უზენაესი სასამართლო ამბობს, თუ გამსესხებელმა, მსესხებელს ასესხა გარკვეული თანხა მოწმის თანდასწრებით, მაგრამ შემდეგ აღარ დააბრუნა მსესხებელმა, გამსესხებელს არ შეუძლია ფულის სესხების ფაქტი ამტკიცოს სასამართლოში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. თუმცა, თუ გამსესხებელი სასამართლოს წარუდგენს ისეთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, ანუ თუ თანხა ნასესხებია სწავლის საფასურის გადასახდელად, ან ბანკის სესხის დასაფარავად, ან ავტომანქანის შესაძენად და ა.შ. სასამართლო ზემოაღნიშნულ გარემოებებს შეაფასებს მოწმის ჩვენებასთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგენს მსესხებელსა და გამსესხებელს შორის ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს. თუმცა, ზეპირად დადებული სესხის ხელშეკრულება საბოლოოდ ნდობის ფაქტორზეა  დამოკიდებული, წერილობით მტკიცებულება წარმოადგენს  ჭეშმარიტების დადგენის უტყარ საფუძველს.

 

სტატია მოამზადა ნინო ცხოვრებაძე-ჭუმბურიძემ.