21-ე საუკუნეში, როცა ადამიანის ფანტაზიას და გონებრივ შესაძლებლობებს ფართო ასპარეზი მიეცა, გვიჩნდება კითხვა თუ რა დაგვრჩა კაცობრიობას მიუღწეველი და რა უნდა შექმნას ან გამოიგონოს ადამიანმა ახალი, რომ კვლავ გააოცოს მსოფლიო.

მაშინ როდესაც, მთვარეზე ფეხი დავდგით და მასობრივი განადგურების იარაღი გამოგონილია, ალბათ ისღა დაგჩენია ამოვხსნათ სამყაროს შექმნის პრინციპი, რომ ადამიანური ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილოთ. და მაინც, კაცობრიობის ისტორიაში ბორბალი ერთ-ერთ უდიდეს გამოგონებად რჩება. წარმოუდგენელია, რომ ქვის ხანაში ადამიანმა მარტივი მაგრამ ჰაერივით საჭირო მოწყობილობა შექმნა და ოთხთვალაში ცხენების შებმით საგრძნობლად გაზარდა გადაადგილების სიჩქარე. სამეთუნეო ჩარხი, ოთხთვალა, წისქვილი_ეს იმ მოწყობილობების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოგონებამ მთელი ეპოქა შექმნა, მათი ფუძე კი პრიმიტიული ბორბალია.

 

როგორც არპად ბოგში, მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის დირექტორი, აღნიშნავდა: ადამიანის გენია ხელოვნების ქმნილებათა და გამოგონებათა წყაროა. ეს ქმნილებანი ადამიანის ღირსეული ყოფის გარანტიაა და სახელმწიფო მოვალეა უზრუნველყოს ხელოვნების ქმნილებათა და გამოგონებათა საიმედო დაცვა. ადამიანის გონებრივი შრომის დაცვის აუცილებლობა ერის ღირსების საქმედ იქცა, რადგან როცა საქართველოს ჰყავს რუსთაველი, ინგლისს შექსპირი და იტალიას დავინჩი, მათი სახელების ხსენებაც კი ქვეყნის იდენტობასთან ასოცირდება.

საავტორო სამართლის ისტორიული სფუძვლები ძველ რომსა და საბერძნეთში იღებს სათავეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა სამართლებრივად არ იყო ასახული, ცნობილი იყო ავტორთა უფლებების დაცვა პლაგიატისგან, რომელიც განიხილებოდა, როგორც უპატიოსნო ქმედება. პლაგიატობა ითვლებოდა ლიტერატურულ ქმედებად და მისი ჩამდენი პირი შესაბამისი ზომებით ისჯებოდა.

პირველი პრაქტიკული ნაბიჯი ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დასაცავად ინგლისში გდაიდგა, როცა დედოფალმა ანამ 1710 წელს მიიღო პირველი კანონი საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში_ ბილი „განათლების განვითარების ხელშეწყობისა და ავტორებისა და წიგნების კანონზომიერად გაკეთებული ასლების მფლობელთათვის საკუთრების უფლების დაკანონების შესახებ“, რომელიც ნათლად გამოხატავდა კანონის დანიშნულებას და გამოყენების სფეროს.

ევროპის სხვა ქვეყნებში საავტორო სამართლის განვითარება ინგლისის მსგავსად წარიმართა, რაც სფუძველიც გახდა წიგნის ბეჭდვისა და ამ სფეროში სავაჭრო საქმის განვითარებისა. ამან მოითხოვა ესოდენ გავრცელებული ლიტერატურული მეკობრეობის პრევენცია და მისი სამართლებრივად დარეგულირება.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსი შეიცავდა საავტორო სამართლის ნორმებს, რომელიც მე-4 კარად შედიოდა კოდექსში და 40 მუხლს აერთიანებდა. 1997 წელს მიღებული თანამედროვე სამოქალაქო კოდექსში ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, დღეისათვის, მხოლოდ საავტორო სამართლის ცნებას მიმოიხილავს. ამ სფეროს უფრო ფართო სამართლებრივ რეგულირებას გვაძლევს საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის) უშულო მონაწილეობით მომზადდა და სამოქმედოდ იქნა მიღებული 30-მდე კანონი. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობა სრულ თანხვედრაშია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ყველა ძირითად კონვენციასა და შეთანხმებასთან.

საქართველოში ხშირად ხვდებით ადამიანებს, რომლებიც აცხადბენ, რომ მათი საავტორო უფლებები დაირღვა. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ სამართლებრივი მექანიზმების არქონას, თუმცა, რეალურად, მიზეზი არცოდნიდან უფრო გამომდინარეობს, ვინაიდან საკმაოდ მოცულობითი საკანონმდებლო ბაზა გაგვაჩნია საავტორო სამართლის სფეროში. პირველ რიგში, საჭიროა გავიგოთ, თუ ვინ მიიჩნევა ავტორად და ვისზე ვრცელდება საავტორო უფლებები, ასევე ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ საავტორო და მომიჯნავე უფლებები: კანონის მიზნებისთვის, ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა ნაწარმოები, ხოლო საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწრმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. საავტორო უფლებები არ ვრცელდება ოფიციალურ დოკუმენტებზე, სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე და ინფორმაციაზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. რაც შეეხება მომიჯნავე უფლებებს, იგი ხორციელდება საავტორო უფლების პატივისცემის გზით, ნაწარმოების ავტორთა უფლებათა დაცვის პირობით. მომიჯნავე უფლების სუბიექტები არიან შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრმის დამამზადებელნი და მაუწყებლობის ორგანიზაციები, რომლებიც კანონით მინიჭებულ უფლებებს ახორციელებენ ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ანდა ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში. მომიჯნავე უფლების წარმოშობისთვის რაიმე ფორმალობის დაცვა არ არის გათვალისწინბული, უბრალოდ განმცხადებელს შეუძლია გამოიყენოს მომიჯნავე უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც აღინიშნება წრეში ჩასმული ლათინური „p“ ასოთი.

საავტორო უფლებების წარმოშობისთვის არ არის აუცილებელი ნაწარმოების რეგისტრაცია და იგი წარმოშობილად ითვლება მისი შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში. ნაწარმოების ავტორად ითვლება პირი, რომელიც მითითებულია ნაწარმოების ორიგინალზე და მის ასლზე. როცა ნაწრმოებს ჰყავს ორი ან მეტი ავტორი ისინი თანაავტორებად მიიჩნევიან.
კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ განმარტავს შედგენილი და გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის უფლებებს და მათ სტატუსს. პირი, რომელიც ნაწარმოებს გადაამუშავებს ითვლება ამ ნაწარმოების ავტორად და იგივე ითქმის შედგენილი ნაწარმოების ავტორზეც. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებულ ნაწარმოებზე კი ავტორობის უფლება ეკუთვნის დამსაქმებელს.

საავტორო უფლებები იყოფა პირად არაქონებრივ და ქონებრივ უფლებებად. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები გულისხმობს თავისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების უფლებას, რაც გამოიხატება მის დისკრეცილ უფლებამოსიებაში გადაწყვიტოს როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი. ეს უფლებები ავტორს ეკითვნის მისი ქონებრივი უფლებებისგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლების დათმობის შემთხვევაშიც. არაქონებრივისგან განსხვავებით, ქონებრივი უფლებები გულისხმობს ნაწარმოების პრეზენტაციას, თარგმნას, რეპროდუცირებას და ამ ქმედებებიდან გამომდინარე ანაზღაურების მიღებას. ვინაიდან, ქონებრივი უფლებები იმთავითვე გულისხმობს საავტორო ჰონორარის მიღების შესაძლებლობას, უნდა განვაცალკეოთ რა შემთხვევაში ხდება საავტორო უფლებიშათვის ფულადი ანაზღაურება და რა დროს იზღუდება ეს უფლება. ფიზიკურ პირს უფლება აქვს მოახდინოს საზოგადოებისთვის ცნობილი ნაწარმოების რეპროდუცირება პირადი სარგებლობისთვის საავტორო უფლების მქონე პირისთვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდის გარეშე. ასევე ჰონორარი არ გადაიხდევინება ფიზიკურ პირთა მიერ ექსპორტირებული მოწყობილობებისა და მატერიალურ მატარებლებზე და პროფესიულ მოწყობილობაზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი საშინაო გამოყენებისთვის. მაგრამ, აუცილებლად ანაზღაურებადია: არქიტექტურული ნაწარმოების შენობა-ნაგებობის ფორმით რეპროდუცირება, ელექტრონული მონაცემთა ბაზების, კომპიუტერული პროგრამების რეპროდუცირება, წიგნების, ნოტებისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოების რეპროგრაფიული გამრავლება და აუდიოვიზუალური ნაწარმოების, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწარილი ნაწარმოების რეპროდუცირება. თუ საავტორო უფლების მქონე პირი გაწევრიანებულია ავტორთა, შემსრულებელთა ან/და ფონოგრამის დამამზადებელთა კოლექტიურ ორგანიზაციაში, მაშინ ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახდენს თვით ეს ორგანიზაცია. თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის ჰონორარი ნაწილდება შემდეგი ოდენობით: 40 პროცენტი უნაწილდება ავტორებს, 30 შემსრულებლებს და 30 პროცენტი ფონოგრამის დამამზადებელს.

საქართელოს კანონმდებლობა ცდილობს მაქსიმალურად დაცული იყოს საავტორო უფლებები. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კანონით არის დარეგულირებული სასაქონლო და კოლექტიური ნიშნების მომსახურების, რეგისტრაციის, დაცვისა თუ გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. უპირველეს ყოვლისა, უნდა განვმარტოთ რომ, კანონმდებლობის თანახმად, „სასაქონლო ნიშანი ეს არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან“. კანონი მაქსიმალური დავცის მიზნით აკეთებს ჩამონათვალს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს და რა არა. სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვების ერთობლიობა, ადამიანის სახელი, ასოები ციფრები და ბგერები. აგრეთვე, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვაგვარი გაფორმება ფერთა კომბინაციის გამოყენებით.

საავტორო უფლებების დაცვა და განსაკუთრებული უფლებების წარმოშობა შესაძლებელია, მხოლოდ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: იდენტურია და საქონელიც იდენტური, ასევე მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდეად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. აღნიშნული საკითხის ასეთი დარეგულირებით შესალებელი ხდება სასაქონლო ნიშნის, გამოგონებისა თუ საქონლის, პლაგიატიზმის, მისი უნებრთვო გამოყენება/გავრცელებისა თუ თუნდაც უნიშვნელო ინტერპრეტაციით რაიმე ახალის გამოჩენისაგან მაქსიმალურად დაცვა. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე და მისი აღიარება ხდება „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ. პარიზის კონვენციის მე-6 (bis) მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონვენციის ხელშემკვრეკლი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას,უარი თქვან რეგისტრაციაზე ან აკრძალონ და გააუქმონ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელიც წარმოადგენს სხვა ნიშნის რეპროდუქციას, იმიტაციას ან თარგმანს. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება უფლების შეზღუდვა თუ ეს ნიშანი მიჩნეულია ამ კონვენციის სარგებლობით უფლებამოსილი პირის საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც მოახდინა რეგისტრაცია. ეს დებულება მოქმედებს აგრეთვე, როდესაც ნიშნის არსებითი ნაწილი შეადგენს საყოველთაოდ ცნობილი ნივთის რეპროდუქციას ან იმიტაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასთან აღრევა. ამასთან დაკავშირებით, „საქპატენტთან“ არსებულმა სააპელაციო პალატის კოლეგიამ განიხილა კომპანია „Gulf International Lubricants, Ltd”-ეს სააპელაციო საჩივარი, რომელმაც მოიითხოვა სასაქონლო ნიშნის- „გალფი“ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა. მოწინააღმდეგე მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი მსგავსია კომპანიის „გალფ ოილ მარკეტინგ გესმბჰ“ კუთვნილი ნიშნისა „Gulf + გამოსახულება“, რომელიც საქპატენტში რეგისტრირებული იყო 2006 წელს. „სასაქონლო ნიშანი „Gulf + გამოსახულება“ (ჩაწერილი ლათინურად) და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიშანი „ გალფი +“ აღრევამდე მსგავსია, ვინაიდან ნიშნების სიტყვიერი ნაწილი ჟღერადობით მსგავსია, ხოლო გამოსახულებითი ნაწილი იდენტურია, ყოველივე ზემოთქმული ქმნის ნიშნების შორის აღრევისა და შესაბამისად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას ერთგვაროვანი სახის მომსახურების მიმართ“-განაცხადა მოპასუხე ადმინისტარციულმა ორგანომ. კოლეგიამ შეამოწმა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოარკვია, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელმა „გალფ ოილ მარკეტინგ გესმბჰ“-მა სასაქონლო ნიშანზე უფლებები გადასცა „Gulf International Lubricants, Ltd”-ს. საჩივარში მხარემ ასევე მიუთითა, რომ უფლების გადაცემის რეგისტრაციაზე მოთხოვნა საქპატენტში შეტანილ იქნა 2012 წლის 31 იანვარს, რომლის რეგისტრაციის შემდეგ სადაო ნიშნის მფლობელი იქნება ერთი და იგივე კომპანია. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ სასაქონლო კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ „მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი-იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა“.

ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობა იცნობს ისეთ ცნებებსაც როგორიც არის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდიარე უფლებების სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირისათვის გადაცემა, სამოქალაქო ბრუნვაუნარიანობა უფრო ეფექტური და მოქნილია, რაც შესაძლებლობას აძლევს მხარეებს განახორციელონ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი მოქმედება.

ავტორები: ანო წიწავა, ქეთი ბერიშვილი, ბელა ბეროძე