გიორგი გლაზოვი
მამობის დადგენა დნმ-ტესტის მეშვეობით

 

საზოგადოებაში ოდითგანვე არსებობდა ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვების მამის ვინაობის დადგენის პრობლემა. მამის ვინაობის დადგენის მიზეზი უამრავია – ბიოლოგიური მშობლის პოვნა, სამემკვიდრეო უფლებების მოპოვება, ალიმენტის მოთხოვნა, მამის სურვილი აღიაროს თავისი შვილის მამობა და ა. შ. საუკუნეების განმავლობაში ამისათვის სხვადასხვა ხერხს იყენებდნენ – დაწყებული მისნობიდან, დამთავრებული ვიზუალური შედარებით. თუმცა მეოცე საუკუნის ბოლომდე არ არსებობდა მეთოდი, რომელიც უტყუარ მოიტანდა.

    შესაბამისად კანონმდებლობაშიც არ არსებობდა მამობის დადგენის სანდო კრიტერიუმები. მეოცე საუკუნის ბოლოს დნმ-ის შესწავლაში მომხდარმა წინსვლამ სხვა აღმოჩენებთან ერთად, შესაძლებელი გახადა ბიოლოგიური ნათსაობის ზუსტად დადგენა. დღეს საქართველოში მამობის დადგენის შემდეგი წესი მოქმედებს: ზოგადად, თუ მშობლები არ იმყოფებიან ქორწინებაშიმათიშვილების წარმომავლობა დგინდება დაუქორწინებელი მშობლების ურთიერთშეთანხმებითა დაერთობლივი განცხადებით, რომელსაც ისინი წარადგენენ იუსტიციის სახლში. ხოლო,იმ შემთხვევაში, როცამშობელთა, ასეთიერთობლივი განცხადების წარდგენა შეუძლებელია, მაგ.: მშობელთა უთანხმოების გამო,ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლოსმეშვეობით. ადრე ბავშვის მამობის დადგენისას, სასამართლო მხედველობაში იღებდაბავშვის დედისა და სავარაუდო მამისერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ანდა მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდას ანდა რჩენას. დღეისთვის ეს წესი შეცვლილია.

2011 წლის 9 დეკემბერს, საოჯახო სამართლებრივი საკითხების მარეგულირებელ სამართლის ნორმაში შეტანილი ცვლილებების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა პირის ბავშვის მამად აღიარება, ან უარყოფა მხოლოდ გენეტიკურიანალიზისან ანთროპოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პირს ბავშვის მამად აღიარებს, ან პირიქით მის მამობას უარყოფს მხოლოდ დნმ-ტესტის, ან ანტროპოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

დნმ-ი, იგივე დეზოქსირიბონუკლეინისმჟავა ინახავს ადამიანის ბიოლოგიური წარმომავლობისა და ფიზიკური აგებულების შესახებ სრულ ინფორმაციას. თითოეულ ადამიანს მისი ინდივიდუალური დნმი აქვს. ბავშვს დნმ-ის მეშვეობით მშობლისგან გადაეცემა გენეტიკური ინფორმაცია. შვილი  გენეტიკურინფორმაციასსანახევროდდედისაგან დასანახევროდმამისაგან იღებს, რაცთავისმხრივ განაპირობებსშვილებისადამშობლების ურთიერთ მსგავსებას.

დნმ-ტესტს შეუძლია მიმართოს, როგორც ქალმა/დედამ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი შვილის მამა კონკრეტული პირია, ასევე მამაკაცმა/მამამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვის მამაა, ან პირიქით უარყოფს კონკრეტული ბავშვის მამობას. იმისთვის, რომ დავადგინოთ პირი ბავშვის მამაა, თუ არა კეთდება დიაგნოსტირებაპოლიმერაზულიჯაჭვურირეაქციისმეთოდით(PCR). ანუ გენომურიდაქტილოსკოპია,ანუბრალოდდნმ-ტესტი. დღესდნმ-ტესტიერთმნიშვნელოვნად, 99.99 პროცენტითიძლევაპასუხს პირების ნათესაურ კავშირზე. დნმ-ტესტის გასაკეთებლად და სადავომამობისდასადგენად, ან უარსაყოფადხდებაშვილისადასავარაუდომამის, ანუკეთესშემთხვევაშიორივემშობლისსისხლიდანდნმ-ისგამოყოფადაშედარება.სისხლისგარდა დნმ-ტესტის გაკეთებაშესაძლებელიათმის, ნერწყვისდაექსჰუმაციურიმასალის გამოყენებით.

იმშემთხვევაში, როდესაცრაიმემიზეზისგამოვერხერხდებაერთ-ერთიმშობლისაგანბიოლოგიურიმასალისაღება, შესაძლებელიაამმშობლისბიოლოგიურიმშობლების(ბებიის/ბაბუის)მასალისგამოყენებაც. დნმ-ტესტის გასაკეთებლად აუცილებელია ორივე მშობლის(სავარაუდო მშობლის), ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა.

საქართველოში დნმის ანალიზი კეთდება, როგორც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე კერძო სამედიცინო კლინიკებში. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დნმ-ტესტს აკეთებს ადგილზე, საქართველოში, ხოლო სხვადასხვა კერძო კლინიკები ბიოლოგიურ მასალას დნმ-ტესტის გასაკეთებლად აგზავნიან საზღვარგარეთ(რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში). ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ტესტის გაკეთება 1600 ლარი ღირს და კეთდება მაქსიმუმ 30 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო დაჩქარებული წესით, 5 სამუშაო დღეში და 3200 ლარი ღირს. რაც შეეხება კერძო კლინიკებს, აქ დნმ-ტესტის გაკეთება საშუალოდ 1900-2000 ლარი ღირს და კეთდება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.

დნმ-ტესტის გასაკეთებლად გაწეულ ხარჯებს, მოდავე მხარეები გაინაწილებენ შემდეგი წესის შესაბამისად-თანხას, თუ სხვა შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, გაიღებს მოსარჩელე, ვთქვათ დედა. დნმ-ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში და ამის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებისას, დნმ-ტესტზე გაწეული ხარჯები გადახდება მოპასუხეს-ჩვენ მაგალითში გაღებულ ხარჯებს დაფარავს მამა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმა ანთროპოლოგიური გამოკვლევაც გაითვალისწინა მამობის დადგენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად, დღეს ამ საშუალებას თითქმის, უფრო სწორედ კი არავინ მიმართავს და პრაქტიკაშიც ანთროპოლოგიური გამოკვლევების შედეგად მამობის დადგენა არ ფიქსირდება. არც სასამართლოს ეროვნული ექსპერტიზის ბიურო და არც კერძო კლინიკები მსგავს გამოკვლევებს მამობის დასადგენად საერთოდ არ ატარებენ. ანთროპოლოგიური კვლევა თავისი შინაარსით ადამიანის სხეულის აგებულებას სწავლობს და მას ძირითადად პირის იდენტიფიკაციისათვის მიმართავენ. მეტიც, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და კერძო კლინიკების წამყვანი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ანთროპოლოგიური გამოკვლევა მამობის დასადგენად ძალზე არასარწმუნო და არასანდო მეთოდია.

 

სტატიის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანს