საწარმოთა მართვის ორგანოები და ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლიის საკითხები დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი სახის მართველობის ორგანოები არსებობს და როგორააა მათ შორის გადანაწილებული უფლებამოსილებები, იქნება ეს კანონისმიერი თუ სახელშეკრულებლო. პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება თუ არ იქნა გამიჯნული მართველი ორგანოებს შორის ფუნქციები. პარტნიორთა სიმრავლის შემთხვევაში, ძნელია მათ მიერ საწარმოს უშუალოდ მართვა, მისი ყოველდღიური საქმიანობის გაძღოლა.

საწარმოების მაშტაბებისა და პარტნიორთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, წარმოშვა საკითხი რამდენად ეფექტურედ ახორციელებენ პარტნიორები საწარმოს საკუთრების ერთ-ერთ ელემენტს საწარმოს კონტროლის ფუნქციას და, თუ ეს ასე არ არის, მაშინ საჭიროა კი საწარმოს პარტნიორების კვლავ გააჩნდეთ საწარმოს მართვოს ფუნქცია. გარკვეული დროის განმავლობაში საწარმოთა მართვის მოდელის სიმბოლოდ მიიჩნეოდა თავდაყირა მდგომი პირამიდა. ასეთი პირამიდის თავში იდგნენ პარტნიორები, რომლებიც ფლობდნენ საწარმოს, ირჩევდნენ მისი მართვის ორგანოს წევრებს და რომელთა თანხმობა საჭირო იყო ნებისმიები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. უფრო ქვედა დონეზე მოიაზრებოდნენ საწარმოს მართვის ორგანოები, რომლებიც უძრღვებიან საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობებს, შეიმუშავებენ საწარმოს სამოქმედო პოლიტიკას და ირჩევს მენეჯერებს. პირამიდის ქვედა ფსკერზე მოიაზრებოდნენ მენეჯერები, რომლებიც ასრულებდნენ საწარმოს მართვის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვტილებებს. ამგვარი მართვის მოდელი უარყოფილ იქნა და განისაზღვრა მართვის ახალი მოდელი, რომელიც მკვეთრად მიჯნავდა საწარმოს საკუთრების უფლებას და მის მართვას. აღნიშნული ცვლილებები გამოიწვია საწარმოთა პარტნიორების რაოდენობის ზრდამ. საქმე იმაში გახლდათ, რომ თანამედროვე მსოფლიოს საწარმოებს ჰყავთ ათასობით და ათიათასობით პარტნიორები. ამავე დროს ხშირ შემთხვევაში აქციათა პაკეტი დაფანტულია სხვადასხვა აქციონერების ხელში, რაც აქციონერთა მხრიდან საწარმოს მართვას შეუძლებებლს ხდის. ახალი მიმართულება სწორედ არსებული რეალობის აღიარება და ოფიციალური დაკანონება გახდათ. თუმცა საკუთრების და მართვის ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნასთან ერთად თავს იჩენს ქონების მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის კონფლიკტის პრობლემა. აეღნიშნული კონფლიკტი მრავალ საკითხში არსებობს. 1. აქციონერი დაინტერესებულია დივიდენდების მიღებით, ხოლო მართველის უპირველესი საზრუნავი საწარმოს ინტერესებია, თუმცაღა საბოლოო ჯამში ეს აქციონერის ინტერესებშიც აისახება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართველი ორგანო ან პირი აქციონერების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, 2. პრინციპალს ანუ აქციონერს გაუჩნდა ე.წ კოლექტიური ქმედების განხორციელების პრობლემა. რაში მდგომარეობს ეს პრობლემა: 1. იმ შემთხვევაში, თუ აქციონერი ფლობს საწარმოს აქციათა მცირე, ხანდახან უმნიშვნელო ნაწილს, მისთვის არ არის მომგებიანი საკუთარი დროის დიდი ნაწილი საწარმოს საქმეებს დაუთმოს. თუ საწარმოს აქციონერთა უდუდესი ნაწილი საწარმოს აქციების მცირე ნაწილს ფლობენ კონტოლის პრობლემა მწვავედ დგას. 2. როცა საწარმოს ჰყავს ათასობით აქციონერი ქვეეყნის მაშტაბით ან შესაძლოა ქვეყნის გარეთაც, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას აქციონერთა კენჭისყრის ორგანიზება ძალზედ რთულდება. ხშირ შემთხვევაში საწარმოს ხელმძღვანელი პირები სარგებლობენ ამ გარემოებით და მას თავის სასარგებლოდ იყენებენ. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ საწარმოებში სადაც აქციები გადანაწილებულია მრავალრიცხოვან აქცოინრებზე საწარმოს მართვას ახორციელებენ მისი მართვის ორგანოები და არა აქციონერები. აღნიშნული საკითხების მოგვარებისთვი უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია იმას, თუ როგორი სახის მართვის ორგანოები არსებობს ქვყანაში, როგორია მათი უფლებამოსილებები, კომპეტენცია, როგორია მათი პასუხისმგებლობის საკითხები. აღნიშნული საკითხები მნიშვნელოვანია ასევე ქვეყანაში ინვესტიციის მიზიდვისათვის. არავის გაუჩნდება სურვილი ფული დააბანდოს ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მისი საკუთრების ეფექტური კონტროლისა და დაცვის მექანიზმები.

პასუხიმგებლობის საკითხის განხილვისას აუცილებელია გავითვალისწინოთ მართველობითი მოდელები. კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებისათვის მიღებულია მართვის დუალისტური მოდელი, რომელიც გულისხმობს მართვის ორი ორგანოს არსებობას, გარდა საერთო კრებისა ესენია: სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი, ხოლო ანგლო-საქსური სამართლის ქვეყნებისათვის მიღებულია მონისტური სისტემა, რომელიც გულისხმობს დირექტორტა საბჭოს, რომელიც თავის თავში მოიცავს სამეთვაყურეო საბჭოს და დირექტორის ფუნქციის მატარებელ ორგანოს.

ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს. “მეწარმეთა შესახებ” კანონი მოკლედ და ლაკონურად განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ხელმძღვანელობით საქმიანობად. კანინი ასეთ საქმიანობად მიიჩნევს მოქმედებას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მეწარმე სუბიექტის მიზნებს. მეწარმე სუბიექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება. დირექტორები საზოგადოების აუცილებელი მართვის ორგანოს წარმოადგენენ. ყველა ორგანოს თავისი ფუნქცია აკისრია საზოგადოების მართვაში და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც საზოგადოების მართვას შეეხება დირექტორატს აკისრია. დირექტორების ნიჭზე და უნრზეა დამოკიდებული საწარმოს წარმატებები, კონკურენტუნარიანობა, დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულება. იერარქიით დირექტორატი დაბალ საფეხურზე დგას საერთო კრებასა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შედარებით, მაგრამ ის ავტონომიური და დამოუკიდებელი ორგანოა. ავტონომიურობა გამოიხატება იმაში, რომ კანონი განსაზღვრავს უფლებამოსილებათა წრეს, რომელშიც სხვა ორგანო ვერ ერევა ხოლი დამოუკიდებლობა გულისხმობს, დორექტორატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობას. მართალია საწარმოს პოლიტიკა განისაზღვრება საერთო კრების მიერ, ასევე არის საკითხები, რომლებიც მიიღება მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით, მაგრამ დასახული პოლიტიკისა და მიზნების მისაღწევად საჭირო გზებსა და საშუალებებს დირექტორატი დამოუკიდებლად ირჩევს და ანხორციელებს. დირექტორს საწარმოსთან აკავშირებს 2 სახის ურთიერთობა. ესენია: 1. საკორპორაციო ანუ ორგანული და 2. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საკორპორაციო ანუ ორგანული ურთიერთობა წარმოიშობა დირექტორის დანიშვნის აქტით და ეს წარმოადგენს ორგანულ ურთიერთობას, რაც ხაზს უსვამს დირექტორატის, როგორც საზოგადოების მართვის ორგანოს, რომლის უფლებამოსილებები და ფუნქცია განსაზღვრულია კანონით, ხოლო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა დირექტორთან სამსახურებრივი ხელშეკრულების გაფორმებისას. სამსახურებრივი ხელშეკრულებით შესაძლოა დირექტორის უფლებამოსილებები და ვალდებულებები განსხვავებულად განისაზღვროს, რის საშუალებასაც კანონის დისპოზიციური ნორმები იძლევა. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ცალკე მიჯნავს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, რომელიც გადანაწილებულია რამდენიმე რიდექტორს შორის.

დირექტორთა პასუხისმგებლობის საკითხები
ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობა კორპორაციული მართვის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს. დირექტორებს საწარმოში ძალზედ დიდი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ, შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ მათ ეს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ კორპორაციის საზიანოდ. რადგან დირექტორები კორპორაციას წარმოადგენენ მესამე პირებთან ურთიერთობაში მათი ქმედების შედეგად შესაძლებელია მესამე პირებსაც მიადგეთ ზიანი, რომლის ანაზღაურება კორპორაციის ვალდებულებაა. ზიანი შეიძლება დადგეს სახელშეკრულებლო ან დელიქტური ვალდებულებებიდან. Aამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ განსაზღვრული იყოს პასუხისმგებლობის დადგომის საფუძვლები. Dდირექტორთა პასუხისმგებლობა არ უნდა იქნეს აღქმული ისე, თითქოს აღნიშნული პასუხისმგებლობა მხოლოდ დირექტორთა დასჯას ემსახურება. პასუხისმგებლობის დადგომის საფუძვლების განსაზღვრა შედის, როგორც საწარმოს ისე თავად დირექტორის ინტერესებში, რადგან როცა არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული საფუძვლები, თუ რა შემთხვევაში და რომელი ქმედების შედეგად შეიძლება დადგეს დირექტორის პასუხისმგებლობა, ეს გარემოება შექმნის სრულ ქაოსს და გაურკვევლობას, რომელიც ხელს შეუშლის, როგორც საწამოს წარმატებებს ისე დირექტორებს, მიიღონ ინოვაციური და სარისკო გადაწყვეტილებები. Yამისათვის კი აუცილებელია მისაღები გადაწყვეტილებისა თუ ბიზნეს გემის საფუძვლიანი შესწვლა, ინფორმაციის მოძიება, მოკლედ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც მიმართულია საწარმოს საუკეთესო ინტერესებისაკენ, რაც საბოლოო ჯამში შედის საწარმოს ხელმძღვანელი პირის ვალდებულებში. პასუხისმგებლობის დადგომის საფუძვლების განსაზღვრვა ხელს უწყობს საწარმოს ხელმძღვანელებს აკონტროლონ თავიანთი მოქმედებები. აღნიშნული საკითხი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თავად საწარმოსათვის და დამფუძნებლებისათვის. საწარმო, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი უფლებამოსილია დაიცვას საკუთარი ინტერესები და ქონება. როდესაც კორპორაციას მიადგება ქონებრივი ზიანი შესაძლებელი უნდა იყოს იმის დადგენა, თუ ვისი ბრალეული ქმედების გამო დადგა აღნიშნული ზიანი, რათა მოხდეს მისი ანაზღაურება. Aასევე კორპორაციის ქონების შემცირებით პირდაპირი ზიანი ადგებათ აქციონერებს, რამდენადაც ისინი არიან კორპორაციის მესაკურეები. ამიტომ აქციონერები დაინტერესებულნი არიან, რომ მიყენებული ზიანი აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა.
არსებობს პასუხისმგებლობის ორი სახე: შიდა და გარე პასუხისმგებლობა. შიდა პასუხისმგებლობა გულისხმობს საზოგადოების მოთხოვნას დირექტორის ან დირექტორების მიმართ, როდესაც ხელმძღვანელობითი საქმიანობის არაჯეროვანი შესრულებით საზოგადოებას მიადგა ზიანი ასევე რეგრესული მოთხოვნის შემთხვევაში. რეგრესული მოთხოვნია არსებობს მაშინ, როდესაც საზოგადოება მესამე პირს უნაზღაურებს ზიანს, რომლეიც მიადგა მესამე პირს საზოგადოებასთან ურთიერთობაში და აღნიშნული ზიანი დირექტორის ბრალით დადგა.

საქართველოს კანონმდებლობით საწარმოს დირექტორთა პასუხისმგებლობის საკითხებს ძირითადად არეგულირებს კანონი “მეწარმეთა შესახებ” და “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონი. “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს ხელმძღვანელ პირთა (დირაქტორთა) პასუხისმგებლობას, კერძოდ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი მიუთითებს, რომ “ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვენ კეთილსინდიდიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვს. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებენ სოლიდარლად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ” ეს ზოგადი ნორმა გულისხმობს, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი პირები თვის საქმიანობას უნდა უძღვებოდნენ ისე, როგორც ამას გააკეთებდა კეთილსინდისიერი ხელმძღვანელი, ანალოგიურ თანამდებობაზე და, რომ მათი ყოველი ქმედება საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მიმართული უნდა იყოს საწარმოს სასიკეთოდ. საყურედღებოა ის ფაქტი, რომ დირექტორებს მოეთხოვებათ ისეთი კეთილსინდისიერება და ზრუნვა საწარმოზე, როგორ “ანალოგიურ პირობებში და თანამდებობაზე მყოფ საღად მოაზროვნე პირს”. Eეს გულისხმობს იმას, რომ დირექტორს მოეთხოვება იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე პირს, რომელიც არ არის საწარმოს ხელმძღვანელი. ამასთან კანონი არ განსაზღვრავს დირეტქტორების განათლებისა და შესაძლებლობების დონეს ის მიუთითებს, რომ სტანდართები მათ მოქმედების მიმართ უფრო მაღალია ვიდრე ეს ჩვეულებრივი ფიზიკური პირის შემთხევაში, ნდობა, რომელიც მათ გამოუცხადეს საწარმოს სადავეების ჩაბარებით და რომელშიც მათ, არც თუ ისე ცოტას უხდიან, აკისრებთ მათ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ხელმძღვანელები უნდა აცნობიერებდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გულისხმიერად და პასუხისმგებლობით მოეკიდნონ ყველა გადაწყვეტლებას.

დირექტორის პასუხისმგებლობას უთანაბრდება პროკურისტის პასუხისმგებლობაც. Pპროკურისტი წარმოადგენს საწარმოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და მისი უფლებამოსილება არ შეიძლება მესამე პირებთან მიმართებაში შეიზღუდოს. “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად პროკურა შეიძლება მოიშალოს ნებისმიერ დროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების ხელყოფის გარეშე. შესაბამისად პროკურისტის პასუხისმგებლობის განსაზღვრა კანონიის თანახმად, დასაშვებია ხელშეკრულებით.

არსებობს პასუხისმგებლობის დადგომის სუბიექტური და ობიექტური მხარე. სუბიექტური მხარე გულისხმობს პასუხისმგებლობის დადგომას მოვალეობის განზრახ დადგომისათვის რომელიც შეიძლება იყოს ინტერესთა კონფლიკტი, კონკურენცია საზოგადოებასთან, მდგორმარეობის ბოროტად გამოყენება რომელიც იურიდიულ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც ერთგულების მოვალეობის დარღვევა. ხოლო ობიექტური მხარე გულისხმობს ზრუნვის მოვალეობის დარღვევას ანუ ხელმძღვანელი პირის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, რომელსაც არ უნდა ახლდეს თან განზრახვა ანუ პირი არ უნდა აცნობიერებდეს მის მიერ ვალდებულების დარღვევას.

პასუხისმგებლობის წარმოშობა და შეწყვეტა
იმისათვის, რათა დადგეს პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის წარმოშობისა და შეწყვეტის მომენტის განსაზღვრა. პასუხისმგებლობის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ საზოგადოების მართველი ორგანოს წევრის დანიშვნის მომენტი ანუ მისი ორგანული კავშირი საზოგადოებასთან და ამავდროულად აუცილებელია მისი თანხმობა აღნიშნულზე. გერმანული სამართლის თეორიაში პირის მიერ ხელმძღვანელობითი საქმიანობის დაწყვება თუნდაც ის არ იყოს რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში მიიჩნევა პასუხისმგებლობის დასაწყისად.

ასევე მნიშვნელოვანია რა დროიდან აღარ ეკისრებათ საზოგადოების ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობა. “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9 მუხლის თანახმად დირექტორებს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შესაძლებელია ხელშეკრულების თანახმად აკრძალული ჰქონდეთ გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მათვის თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ 3 წლის ვადით. აქიდან გამომდინარე დირექტორთა პასუხისმგებლიბა საზოგადოების წინაშე შესაძლებელია მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ კიდევ 3 წელი გაგრძელდეს. სხვა დანარჩენ შემთხვეაში უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ ავტომატიურად აღარ არსებობს დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

პასუხისმგებლობის დადგომის ფაქტობრივი წანამძღვრეები

პასუხიმგებლობის დაკითხის განსაზღვრისათვის აუცილებელია წინამძღვრების არსებობა,რ ოგორიცაა: მართლსაწინაამრდეგო ქმედება, ბრალი, ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი.
პირველ რიგში სახეზე უნდა იყოს კანონისმიერი ან სახელშეკრულებლო ვალდებულების დარღვევა ანუ მართსაწინაამღდეგო ქმედება, სხვა შემთხვევაში ვერანაირად ვერ დადგება პასუხიმგებლობის საკითხი მიუხედავად არსებული შედეგებისა.იმის მიხედვით, თუ რომელი ვალდებულება იქნა დაღვეული ყალიბდება მოთხოვნის საფუძველი ვალდებულებით სამართლის ან დელიქტის ჭრილში. მოვალეობის დარღვევა მხოლოდ მაშინ იწვევს პასუხისმგებლობას, თუკი ეს დარღვევა კორპორაციის ხელმძღვანელთა ბრალით მოხდა. როგორც ავღნიშნეთ დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების უფლებამისილება საზოგადოების მართვის საკითხში რეგულირდება მათან დადებული ხელშეკრულებით და კანონით. Mგერმანულ სააქციო სამართალში არსებობს მოსაზერება, რომ გარკლვეულ შემთხვევაში საზოგადოებისათვის უმჯობესია მოგვიანებით შეასრულოს თავისი ვალდებულებები მესამე პირების წინაშე ან საერთოდ არ შეასრულოს ისინი და ასეთი შეუსრულებლობით საზოგადოებამ შესაძლებელია ნაკლები ზიანი მიიღოს ვიდრე შერულებით, სწორედ ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არ შეიძლება დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

ზიანის არსებობის ფაქტი და მისი მოცულობის დაგენა აუილებელია, რათა დადგეს პასუხისმგებლობის საკითახი. რა უნდა მივიჩნიოთ საზოგადოების ზიანად და როგორ უნდა დაგინდეს ზიანის ოდენობა. ზიანის ცნება არ არის განსაზღვრული “მეწარმეთა შესახებ” კანონოთ და ამისათვის უნდა ვი სამოქალაქოხელმძღვანელოთ სამართლის ცნებას ზიანის შესახებ. Gგერმანიის საკორპორაციო სამართლის თეორიის თანახმად საზოგადოების “ზიანად უნდა მივიჩნიოთ კორპორაციის ქონების შემცირება, დანაკლისი, რომელიც არ არის კომპენსირებული ქონების ნამატით და რომელიც გამოწვეულია ხელმძღვანელობის მოვალეობათა დარღვევით”. საზოგადოების ყოველგვარი ქონების შემცირება არ მიიჩნევა ზიანად, მაგალითად ზიანად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის ხარჯები, რომელიც შემდგომში რაიმე მიგების მომტანია საზოგადოებისათვის. ზიანად მიიჩნევა აგრეთვე მიუღებალი შემოსავალი, რომელიც საზოგადოებას უნდა მიეღო ან შეიძლება მიეღო და ვერ მიიღო დირექტორთა მართლსაწიინაამღდეგო ბრალეული ქმედების გამო დირექტორმა საზოგადოების შანსი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვავაში ან როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია ისე, დირექტორებს არ გააჩნდათ საკმარისი ინფორმაცია ასევე როდესაც არ იყო დაცული გადაწყვეტილების მიღების ფორმალური მხარე.

სამოქალაქო სამართლის თეორიის მიხედვით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თუ არსებობს მიზეზობრივი კავშირი პირის მართლსაწინაამღდეგო ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიან შორის. Mმხოლოდ მართლსაწინაამღდეგო ბრალეული ქმედება და ზიანის ფაქტი არ კმარა, რათა კონკრეტულ პრის დაეკისროს ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა. ამისათვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. Mმიზეზობრივი კავშირი არის ზემოხსენებული გარემოებების დამაკავშირებელი. მართლსაწინაამღდეგო ქმედება შესაძლოა ისე არსებობდეს, რომ არ იყოს სახეზე ზიანი ან ზიანი კი იყოს სახეზე, მაგრამ არ იყოს გამოწვეული ამ კონკრეტული ქმედების შედეგად. ზიანი ფაქტი გამოწვეული უნდა იყოს სწორედ კონკრეტული მართლსაწინაამღდეგო ბრალეულ ქმედების შედეგად. პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია ამ გარემოებების ერთად არსებობა, მათ კუმლატიური ხასიათი გააჩნიათ. პასუხისმგებლობის დაგომას, წარუმატებლობა შესაძლებელია დადგეს მიუხედავდ იმისა არღვევენ თუ არა დირექტორები და საბჭოს წევრები თავიანთ მოვალეობას. Pპასუხისმგებლობა დგება მაშინ, როცა საზოგადოებას ზიანი მიადგა უშუალოდ ხელმძღვანელი პირის ქმედების შედეგად. Eეს შეიძლება ასეთი ფორმულით გამივხატოთ “პასუხისმგებლობა დგება არა იმ შედეგისათვის, რომელიც დადგა, არამედ იმ ქმედებისათვის, რომელმაც ეს შედეგი გამოიწვია”

აშშ-ს და გერმანიაში კორპორაციული მართვის რეგულირება (ერთგულების და ზრუნვის მოვალეობა)

განსხვავებით საქართველოსაგან კორპორაციული მართვა აშშ-ში და გერმანიაში დიდიხნის ისტორიას ითვლის. გერმანიაში და აშშ-ში არსებობს საკორპორაციო სამართალი, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგი. საკორპორაციო სამართალი აშშ-დან იღებს სათავეს და მთელი რიგი პრინციპები ამ სფეროში სწორედ აშშ-დან მოდის. აშშ-ში და გერმანიაში დირექტორთა მოვალეობის 2 სახეს განასხვავებენ, რომლებშიც ერთიანდება დანარჩენი მოვალეობები, თუმცა გერმანიაში ამ მოვალეობების გამიჯვნას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს განსხვავებით აშშ-სგა, სადაც ამ გამიჯვნას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. ესენია: ერთგულების და ზრუნვის მოვალეობა. ერთგულების მოვალეობა გულისხმობს იმ მოტივებს და შეხედულებებს, რომალიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას. ერთგულების მოვალეობა შესაძლებელია დირექტორთა შემდეგ ქმედებებში გამოვლინდეს: 1. პირადი დაინტერესების მატარებელი გარიგებები, გარიგებები საკუთარ თავთან. 2. საზოგადოების ქონების პირადი მიზნებისთავის გამოყენება. 3. საზოგადოების კომერციული შანსის პირადად გამოყენება. 4. კონკურენცია საზოგადოებასთან. ზრუნვის (გულმოდგინების) მოვალეობა ძირითადად გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: 1. გადაწყვეტილება მიღებულია არასაკმარის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 2. არ არის დაცული გადაწყვეტილების მიღების ფორმალობები. ზრუნვის (გულმოდგინების) მოვალეობა შეეხება საზოგადოების ხელმძღვანელთა მიერ გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების პროცედურებს, ზრუნვის (გულმოდგინების) მოვალეობისას გამორიცხულია განზრხვის არსებობა განსხვავებით ერთგულების მოვალეობისაგან. აშშ-ში ეს საკითხი რეგულირდება სასამართლოს გადაწყვეტილებებით. Aარსებობს ტესტები რომლის მიხედვით ხდება იმის გარკვევა დაარღვია, თუ არა დირექტორმა, რომელიმე მოვალეობა, ხოლო განსხვავებული შემთხვევისას ხდება ახალი ტესტის შედგენა, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს მსგავსი შემთხვავების კვალიფიკაციას. გერმანიაში აღნიშნული საკითხი რეგულირდება საკანონმდებლო გზით, თუმცა სასამართლო პრაქტიკა აქაც დიდ როლს თამაშობს. Kკიდევ ერთი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ აშშ უპირატესობას ანიჭებს ხელშეკრულების თავისუფლებას და ძირითადი ყურადღება ექცევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. აშშ-ში არსებობს კორპორაციული მართვის წესები, რომლებიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ და არ არიან სავალდებულო შესასრულებლას. ხოლო გერმანიაში უპირატესობა საკანონმდებლო ნორმებს ენიჭება და ხელშეკრულების ნორმები მხედველობაში მიიღება, მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინაამღმდეგებიან კანონის იმპერატიულ ნორმებს.

დასკვნა
E
კაპიტალური საწარმოების არსებული ნებისმიერი მართველობითი ფორმა, იქნება ეს დუალისტური, თუ მონისტური, მხოლოდ მაშინ იძლევა სასურველ შედეგს, როდესაც მათ მართვის ორგანოებს შორის დაცულია ბალანსი. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მართველობის, რომელ ფორმას ავირჩევთ, მთავარი საკითხი მათ შორის უფლებამოსილებების სწორი განაწილებაა. უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში გაიმიჯნოს საკუთრებისა და კონტროლის უფლებები, რაც სამწუხაროდ საქართველოს რეალობაში ხშირად არასწორად არის გაგებული, რაც გამოიხატება ბალანის არ არსებობაში, დამფუძნებლებს ყოველთვის გააჩნიათ ბერკეტი, რათა ხელმძღვანელობას მიაღებინონ, მათთვის და არა კომპანიისათვის სასურველი გადაწყვეტილებები. დუალისტურ მართველობით სისტემაში ამგვარი თანაფარდობის ბერკეტად შეიძლება გმოყენებული იქნეს შრომის კანონმდებლობა. ასევე მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს საწარმოს მართვისა და კონტროლის ფუნქციები. სამეთვალყურეო საბჭოს უნდა გააჩნდეს საწარმოს მართვის ორგანოს ეფექტური კონტროლის საშუალება და კონტოლი არ უნდა ატარებდეს ფორმელურ ხასიათს. ამავე დროს კონტროლმა არ უნდა მიიღოს ისეთი ფორმები, რომელიც ხელს შეუშლის საწარმოს საქმიანობას. უნდა გამოიყოს ის უფლებამოსილებები, რომლებიც ორგანულია მართვის ამა თუ იმ ორგანოსათვის და მათი გადაცემა არ უნდა დაიშვებოდეს. მიმაჩნია, რომ დასაშვები უნდა იყოს მართვის ორივე მოდელი, როგორც ეს საფრანგეთის სამართლის სესტემის მიერ არის დაშვებული, აღნიშნული არჩევანის შესაძლებლობა ხელს შეუწყობდა იმ ქვეყნებიდან ინვესტიციების გაზრდას, რომლებშიც მონისტური მართვის სისტემაა გავრცელებული. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში უნდა იყოს ვერტიკალური მართველობა, ყველა ორგანოს უნდა ჰქონდეს საკუთარი კომპეტენცია, რომლშიც იგი დამოუკიდებელი იქნება. მართვის ორგანოებს შორის უფლებამოსილებების მკვეთრი გამიჯვნის გარეშე ძალზედ რთული იქნება მათი წევრების პასუხისმგებლობაზე საუბარი. ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჩემი აზრით ერთ-ერთი უმთავარი საკითხის, რომელიც “მეწარმეთა შესახებ” კანონში დახვეწას და მეტ კონკრეტიზაციას საჭირობს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მეშვეობით შეუძლებელია პასუხისმგებლობის საკითხების სრულად და დეტალურად მოწესრიგება. კანონმდებლობის მეშვეობით უფრო დეტალურად უნდა განისაზღვროს ხელმძღვანელ პირთა ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგბლობის დადგომის საფუძვლები. მართალია “მეწარმეთა შესახომებ” კანონში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ მათი უფლებამოსილებების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობის დადგომას, მაგრამ ეს ნორმა ძალზედ ზოგადია. საქართველოში ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის სასამართლო პრაქტიკის არარსებობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად “მეწარმეთა შესახებ” კანონში ამ ნორმების ძალზედ ზოგადი ხასიათი და ფასიანი ბაზრის განუვითარებლობა მიმაჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ბაზით ზემოაღნიშნული საკითხების სრულად მოგვარება შეუძლებელია, რასაც ცხადყოფს განვითარებული ქვეყნების მაგალითებიც, სადაც მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო სამართალი აღიქმება, როგორც სამართლის ცალკე დარგი, არსებობს სავაჭრო კოდექსები და რიგი სპეციალური კანონები, სასამართლო პარაქტიკა მაინც უმნიშვენელოვანეს როლს თამაშობს. სასამართლო პრაკტიკამ უნდა უზრუნველყოს ამ საკითხების შევსება. სასამართლო პრაქტიკის არარსებობა ამ საკითხებთან დაკავშირებით რამოდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგანაც ძირითადად შემდეგი გარემოებები მიმაჩნია: 1. სავაჭრო კოდექსის არარსებეობა, რომლის არსებობის შემთხვევაში ეკონომიკიური საქმიანობიდან წარმოშობილი მრავალმხრივი ურთიერთობები უფრო დეტალურად იქნებოდა მოწერიგებული, 2. “მეწარმეთა შესახებ” კანონის ზოგადი ხასიათის ნორმები, რომლებიც არ იძლევიან ამ საკითხების ნათლად გაგების საშუალებას, 3. იურისტების ნაკლები დაინტერესება ამ საკითხებთან დაკავშირებით; 4. კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტის განუვითარებლობა, რომელიც მსგავს საქმეებს შედარებით უფრო ნაკლებ დროში და ამ საქმის პროფესიონალების მეშვეობით განიხილავდა. რა თქმა უნდა ეს არაა და ვერც იქნება იმ მიზეზთა სრული ჩამონათვალი, რომელთა გამო დღესდღეუსობით საქართველოში თითქმის არ არსებოსბს სასამართლო პრაქტიკა ზემოაღნისნული კუთხით. მასზე ასევე სხვა მრავალი გარე ფაქტორი მოქმედებს. როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სამეწარმეო ურთიერთობები. იმისათვის, რომ მოხდეს ინვესტიციების მოზიდავ საქართველოში და ასევე განვითარდეს ეროვნული წარმოება აუცილებელი ფაქტორია ამ ურთიერთობების სწორი და თანამედრო მოთხოოვნების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია. ასევე სასამართლო პრაქტიკის განვითარება. უნდა შეიქმნას საკუთრების დაცვის მძლავრი გარანტიები, ნებისმიერმა პირმა ვინც აპირებს წამოიწყოს ეკონომიკური საქმიანობა საქართველოში დაცულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი. ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედი არის საკუთრების დაცვა, რომელიც უზრუნველყუფილი უნდა იყოს სამართლიანი და სწორი სამართლებრივი ბაზის საფუძველზე.