თანამდედროვე ქართულ სამართლებრივ რეალობაში უკვე არსებობს საშუალება  სასამართლოს გვერდის ავლით, სწრაფად და ნაკლები ხარჯით დაკმაყოფილდეს კრედიტორის სამართლებრივი მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია ვადამოსულ ფულად ვალდებულებებთან.

აღნიშნულს უზრუნველყოფს საქარველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ერვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახური, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის 8 მაისის ცვლილების შედეგად. აღნიშნულ ცვლილებამდე გამარტივებული წარმოებას ახორციელებდნენ საერთო სასამართლოები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად. დღეს-დღეისობით კი გამარტივებული წარმოებას აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI 1 თავი.
გამარტივებული წარმოება შეეხება ვადამოსულ ფულად ვალდებულებებს, რომელიც უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტალურად, თანაც აუცილებელია რომ რესპოდენტმა (მოვალემ) აღიაროს ვალდებულება, შესაბამისად ხშირად ისმის კითხვა აღნიშნული სამსახურის უფექტურობის შესახებ, თუმცაღა აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ გამარტივებული წარმოების სამსახურს ერთგვარად აკისრია მედიატორის ფუნქცია, რაც გულისხმობს მხარეთა მორიგების პროცესში მონაწილეობას, ხოლო რაში გამოიხატება მხარეთა მორიგების პროცედურა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. აგრეთვე, აუცილებელია, რომ მხარეების შეთანხმებაში არ იყოს დათქმა საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ, რადგანაც აღნიშნული შეთანხმება არის მხარეთა ნების გამოხატვა და მას უპირატესი ძალა ენიჭება, შესაბამისად, დავის წარმოშობის შემთხვევაში, თუ დავის გადაწყვეტის წესად მხარეებს ხელშეკურრულებით აქვთ გათვალისწინებული კონკრეტული არბიტრაჟისათვის მიმართვა, გამარტივებული წარმორბა ვერ მოხდება. ესეიგი, იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულ იქნას გამარტივებილი წარმოების მოთხოვნები აუცილებელია:
1. სახეზე იყოს ვადამოსული ფულადი ვალდებულება;
2. ვალდებულება დასტურდებოდეს დოკუმენტალურად;
3. დავის გადაწყვეტის წესად მხარეებს არ ჰქონდეთ შეთანხმება კონკრეტულ არბიტრაჟზე.
გამარტივებული წარმოების პროცესში მონაწილე სუბიექტებს წარმოადგენენ აპლიკანტი, რესპოდენტი და ქეის-მენეჯერი.
1. აპლიკანტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია ვადამოსული ფულადი მოთხოვნა და რომელსაც აღსულების ეროვნულ ბიუროში შეაქვს განცხადება (სააპლიკაციო ფორმის სახით) წარმოების დაწყების მიზნით.
2. რესპოდენტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული აპლიკანტის მოთხოვნა, რომელსაც აქვს ვადამოსული ფულადი დავალიანება.
3. ქეის-მენეჯერი არის ის სუბიექტი, რომელსაც ეკისრება მხარეთა შორის მედიატორის როლი, იგი აწარმოებს აპლიკანტის მიერ დაწყებულ საქმეს, ამზადებს და უგზავნის რესპოდენტს შეტყობინებას, სადაც ფიქსირდება აპლიკანტის მოთხოვნა და საფუძველი, აგრეთვე აღწერილია რესპოდენტისათვის კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობანი. ქეის-მენეჯერი უმარტავს მხარეებს უფლება-მოვალეობებს, უხსნის თუ რაშედეგი შეიძლება დადგეს ამა თუ იმ ქმედების განხორცილების ან არ განხორციელების შემთხვევაში. იგი გამოსცემს ოფიციალურ გადაწყვეტილებას (ბრძანების სახით) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით.
ახლა კი ვისაუბროთ გამარტივებული წარმოების პროცედურებზე და იმ ეტაპებზე, რომლებსაც საქმე გადის რეგისტრაცის მომენტიდან მის დასრულებამდე:

1. რეგისტრაცია – პირველ რიგში აპლიკანტის მხრიდან ივსება სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიცილურ ვებ გვერდზე WWW.NBE.GOV.GE , იგი აბარებს სააპლიკაციო ფორმას აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიაში, ან სსიპ იუსტიციის სახლში თანდართული საბუთებით, რაზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. აქვე მოგახსენებთ, რომ ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება იყოს ხელშეკრულება, ვალის აღიარების ხელწერილი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ზედნადებები, ურთიერთშედარების აქტი და ა.შ. მთავარია, რომ დოკუმენტში აღინიშნებოდეს მხარეთა ვინაობა, ვალდებუდების ოდენობა და ვალდებუნების შესრულების ვადა. საჭიროების შემთხვევაში კი აპლიკანტს შეუძლია ადგილზე გაიაროს კონსულტაცია.
2. განხილვა/დახარვეზება – მას შემდეგ, რაც განცხადება დარეგიტრირდება იგი განსახილველად გადაეცემა გამარტივებული წარმოების მრჩეველს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საქმეს როგორც ფორმალური ასევე იურიდიული კუთხით, თუ არსებობს ხარვეზის საფუძველი, იგი ამავე ვადაში ახარვეზებს განცხადებას და აძლევს აპლიკანტს არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადას ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის მოწოდებისათვის. ამ პერიოდის განმავლობაში გამარტივებნული წარმოების ვადის დინება ჩერდება, ხოლო ვადის უშედეგოდ გასვლა იწვევს აპლიკანტისთვის დოკუმენტაციის დაბრუნებას. თუ საქმეს არ აქვს ხარვეზი, ან ხარვეზი გამოსწორებულია დათქმულ ვადაში, მრჩეველი მას საწაროებლად გადასცემს ქეის-მენეჯერს.
3. შეტყობინება რესპოდენტს – როდესაც საქმე გადაეცემა ქეის-მენეჯერს, იგი პირველ რიგში ამზადებს შეტყობინებას რესპოდენტისათვის გასაგზავნად, ამ შეტყობინებით რესპოდენტს ეცნობება მის წინააღმდეგ საქმის შემოტანის თაობაზე, მოთხოვნილი თანხისა და საფუძვლის შესახებ, ის უფლება-მოვალეობები რაც მას ეკისრება. შეტყობინება რესპოდენტს ეგზავნება იმ მისამართზე, რა მისამართიც აპლიკანტს აქვს მითითებილი აპლიკაციაში, ქეის-მენეჯერი დამატებით არ იძიებს რესპოდენტის მისამართს. შეტყობინების ჩაბარება უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით. აქვე მოგახსენებთ, რომ იმისათვის, რომ გამარტივებული წარმოება მოხდეს, აუცილებელია, რომ რესპოდენტს ჩაბარდეს შეტყობინება, საერთო სასამართლოებში საქმისწარმოებისაგან განსხვავებით, გამარტივებული წარმოების ეტაპზე დაუშვებელია საჯარო გამოქვეყნება.
4. რესპოდენტის პოზიცია – მას შემდეგ, რაც რესპოდენტს ჩაბარდება შეტყობინება, მას ენიჭება კანონით განსაზღვრული 10 კალენდარული დღის ვადა, რათა წერილობით წარადგინოს თავისი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ აპლიკანტს აქვს ვადამოსული ვალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მისთვის სასურველი შედეგს დადგომისათვის – გადახდის ბრძანების გამოცემისათვის საჭიროა, რომ რესპოდენტმა დამატებით აღიაროს ვალის არსებობა. თუმცაღა რესპოდენტს აქვს რამოდენიმე გზა თავისი პოზიციის გამოსახატად:
• სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება;
• დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
• წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს;
• წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
• წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმაბა.
5. შედეგი – რესპოდენტის პოზიციაზე არის დამოკიდებული გამარტივებული წარმოების შედეგი, რომელიც შეიძლება იყოს შემდეგნაირი:
ა) გამოიცეს გადახდის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ – აღნიშნული შედეგი დადგება იმ შემთხვევაში თუ რესპოენტი სრულად ან ნაწილობრივ აღიარებს დავალიანებას და არ შეასრულებს ვალდებულებას; იმ შემთხვევაში, თუ რესპოდენტი, მას შემდეგ რაც მას ჩაბარდება შეტყობინება არ დააფიქსირებს პოზიციას მისთვის კანონით მინიჭებულ 10 დღიან ვადაში და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ რესპოდენტის მხრიდან დაირღვევა მორიგების პირობები.
ბ) გამოიცეს ბრძანება გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ -აღნიშნული მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რესპოდენტი პროტესტს განაცხადებს აპლიკანტის მოთხოვნაზე, მთლიანად ან ნაწილობრივ.
გ) გამოიცეს ბრძანება აპლიკანტსა და რესპოდენტს შორის მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე – თუ რესპოდენტი დაარღვევს მორიგების პირობებს, აპლიკანტის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია გამოიცეს გადახდის ბრძანება, რაღა თქმა უნდარესპოდენტის მიერ გადაუხდელი თანხის ნაწილში.
რა ღირს გამარტივებული წარმოება?
• ერთი სამართლებრივი საფუძვლით შემოტანილ განცხადებაზე საფასური ფიქსირებულია და შეადგენს 100 ლარს.
• წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ, ან/და მიმართულია ერთზე მეტი რესპოდენტის წინააღმდეგ , საფასური შეადგენს 100 ლარს თითოეულ პირთან მიმართებაში.
• აპლიკანტს შეუძლია გადახდის ბრძანების გამოცემის ან მოვალის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინასწარ და წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს ბრძანების აღსრულება. ამისათვის მან აღსრულების მომსახურების საგარანტიო თანხა, მოთხოვნის 2% უნდა გადაიხადოს, რომელიც აღსრულების შემდეგ (ან თუ არ დასჭირდა აღსრულება) უკან დაუბრუნდება.
• გადახდის ბრძანების აღსრულებასთან ერთად აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს რესპოდენტის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, რომლის საფასური თითოეული ქონებიდან შეადგენს 50 ლარს. ყადაღას იგივე როლი და მნიშვნელობა ენიჭება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული საერთო სასამართლოებისავის იმ განსხვავებით, რომ აპლიკანტი არ ასაბუთებს ყადაღის გამოყენების აუცილებლობას. შესაბამისად გამარტივებული წარმოების სამსახური არ მსჯელობს მისი გამოყენების აუცილებლობა-მიზანშეწონილობის თაობაზე. პასუხიმგებლობა და რისკი, შესაძლო ზიაის დაგომაზე ეკისრენა აპლიკანტს. ამასთან ერთად, სასამართლოს ყადაღისაგან განსხვავებით, გამარტივებული წარმოეის ეტაპზე აპლიკანტს ყადაღის დადების მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ ქონებაზე.
2012 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 7 თვის განმავლობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში შევიდა 1802 საქმე, რომელთაგანაც :
• 34 – გადაიხადა 10 დღის განმავლობაში;
• 763 – გამოიცა გადახდის ბრძანება;
• 512 – დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის;
• 253 – გამოიცა ბრძანება გადახდის ბრძანებაზე უარის შესახებ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოება სიახლეს წარმოადგენს ნაციონალურ კანონმდებლობაში, რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს სასამართლოს გვერდის ავლით, სასამართლოსთან შედარებით ნაკლები ხარჯით, სწრაფად და ეფექტურად მოაგვარონ არსებული დავა. როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, საქმეთა უმრავლესობა სრულდება ან გადახის ბრძანების გამოცემით, ან მორიგების პირობების დამტკიცებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სამსახურის ეფექტურობას.