შრომითი ხელშეკრულება და მხარეთა ურთიერთობები

ნებისმიერი საზოგადოება, რომელიც ისწრაფვის სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, პირველ რიგში მიზნად ისახავს რომ დაამკვიდროს სოციალური ღირებულებები. სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულება კი არის ინდივიდთა ინტერესების დაცვა, იგი ხელს უწყობს საზოგადოებისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას. ამ უფლებათა კოლიზიის შემთხვევაში, სახელმწიფო ერევა ინდივიდთა ინტერესების რეალიზებაში, რათა დაარეგულიროს შესაძლო კონფლიქტი, შეზღუდოს ცალკეულ პირთა უფლებები იმ მოცულობით, რაც აუცილებელია საერთო ინტერესების და სიმშვიდის შესანარჩუნებლად. სახელმწიფომ თანაბრად უნდა უზრუნველყოს მხარეთა ინტერესების დაცვა.

აღსანიშნავია ის რომ დღევანდელ ცხოვრებაში ძალზედ მნიშვნელოვანია ხელშკრულების საკითხი, საინტერესოა თითოეული დეტალი, თუ როგორ რეგულირდება ის ქართული სამართლით, რამდენად თავისუფალნი არიან მხარეები ხელშეკულების შედგენის დროს. სტატიის მიზანია, გავაანალიზოთ რამდენად ამომწურავად აწესრიგებს საქართველოს კანონმდებლობა ხელშკრულების დადების და მოშლის პირობებს, შესაბამისად უნდა დადგინდეს, რამდენად ან რა ფარგლებში ვრცელდება ხელშეკრულების მოშლის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზოგადი წესები, ასევე საერთაშორისო შეთანხმებები.
სახელშეკრულებო სამართალი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე წიგნშია გადმოცემული, სადაც რამდენიმე სახის ხელშეკრულების დახასიათებაა წარმოდგენილი, თუმცა საკმაოდ მცირე მოცულობისაა და ძალიან ზოგადად არის ნაჩვენები.
ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, განვიხილოთ შრომით ურთიერთობის ხელშეკრულება და მისგან გამოწვეული პრობლემები, მიუხედავად იმის, რომ თითქმის ყველანაირი სახის ურთიერთობაში მხარეებს შორის იდება ხელშკრულება, ხშირ შემთხვევაში, მაინც ვერ სრულდება სრულყოფილად და სამწუხაროდ მხარეები იძულებულნი არიან მიმართონ სასამართლოს, რომელსაც მსგავსი საქმეების განხილვა არც ისე იშვიათად უწევს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ზოგადად სახელშეკრულებო სამართალი და შესაბამისად ხელშეკრულების თემაც საკმაოდ დელიკატური საკითხია და მოიცავს ისეთ და იმდენ წვრილმანს, რაც ხშირად უჭირთ მხარეებს გაითვალისწინონ წინასწარ ხელშკრულების შედგენის დროს. ამის ერთ ერთ მიზეზად შეიძლება ითქვას, რომ სახელშკრულებო სამართალი საკმაოდ დიდ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს და თითქმის მათ ანდობს მთლიანად ხელშკრულების დადების სრულ თავისუფლებას.
სტატიის მიზნის გათვალისწინებით აუცილებელია, შრომითი ხელშეკრულების არსის მისი დამახასიათებელი ელემენტებისა და სხვა სამართლებრივი თავისებურებების ანალიზი, აქედან გამომდინარე, ასეთ ურთიერთბებში განიხილება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მოქმედების ფარგლები, შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების მიზანშეწონილობა და დასაბუთება, აგრეთვე მასთან დაკავშრებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
შრომითი ხელშეკრულების კერძო სამართლებრივი ბუნება განაპირობებს მის დადებაზე მხარეთა თანასწორობისა და ნების ავტონომიის პრინციპების გავრცელებას, შესაბამისად, გასაანალიზებელია შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში სახელშეკრულებო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპების-ხელშკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების მოქმედების ფარგლები.
მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად დაამყარონ ესა თუ ის სახელშეკრულებო ურთიერთობა, განსაზღვრონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, თუ რა თქმა უნდა, ისინი არ ეწინააღმდეგებიან სამართლის და ზნეობრივ ნორმებს.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სახელშკრულებო სამართალს, არ უნდა გავრცელდეს ისეთი ტიპის ხელშეკრულებებზე, რომელშიც ერთ-ერთი მხარე თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით გაცილებით ძლიერია, ვიდრე მეორე მხარე, ეს თავისთავად გამორიცხავს მხარეთა თანასწორობას და ირღვევა ის ძირითადი პრინციპებიც. სახელშეკრულებო ურთერთობებში, რომლებშიც დარღვეულია მხარეთა თანასწორობა, ხელშკრულების თავისუფლების პრინციპის მოქმედება უნდა შეიზღუდოს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მხარეთა ინტერესების და შესაძლებლობების დაბალანსება.
ერთ-ერთი აღსანიშნავი საკითხია ხელშეკრულების ვადის განსაზღვრა, შრომითი ხელშეკრულება გრძელვადიან ხელშეკრულებათა სახეს წამოადგენს, შესაბამისად ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დროში განგრძობადია, ანუ მისი დროის გარკვეულ მომენტში ერთჯერადად შესრულება შეუძლებელია, ვინაიდან იგი ორიენტირებულია ხანგრძლივ ურთიერთობებზე.
შრომით ხელშკრულების მონაწილე მხარეები, მიუხედავად კანონით მინიჭებული ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების დადების თავისუფლებისა, ბოლომდე თავისუფალნი არ არიან თავიანთ გადაწყვეტილებებში, დასაქმებული და დამსაქმებელი ვერ განიხილებიან ერთნაირად ძლიერ მხარეებად, ვინაიდან დასაქმებული ხშირად იძულებულია დათანხმდეს დამსაქმებელს მის მიერ შეთავაზებულ ამა თუ იმ პირობას, მაგალითად, შრომითი ხელშკრულების განსაზღვრული ვადით დადება, მიუხედავად ამისა, მოსწონს თუ არა იგი და აცნობიერებს თუ არა მის მნიშვნელობას, ვადიანი ხელშეკრულების დროს მისი მოქმედება წყდება ვადის ამოწურვით, შესაბამისად, დასაქმებული ვადიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ნაკლებადაა დაცული.
თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ დამსაქმებელს აქვე შეუძლია დასაქმებულთან ხანგრძლივი შრომითი ურთერთობის განმავლობაში დადოს მოკლევადიანი ხელშეკრულებები, იმისთვის რომ გვერდი აუაროს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და შეზღუდვებს.
სამწუხაროდ საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს რა ვადით რა საფუძვლით ასევე რა ოდენობითაა დასაშვები და შესაძლებლი ერთი და იგივე მხარეებს შორის ერთი და იმავე შინაარსის მქონე ვადიანი ხელშეკრულების დადება. კანონი საკმაოდ ღიად და პასუხგაუცემელს ტოვებს მსგავს საკითხს.
სახელმწიფო ვალდებულებაა დაარეგულიროს ყველანაირი საკითხი ისე და იმგვარად რომ ნებისმიერი სახის ხელშეკრულების დადების დროს მხარეების თანასწორობა იყოს დაცული. ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი რომლის დამკვიდრებას ცდილობს სახელწიფო ეს არის სოციალური ფასეულობები და სოციალური სახელმწიფო, რომელიც კარგად ჩანს კონსტიტუციის პრეამბულაშივე. შრომითი უირთიერთობის არსიდან გამომდინარე, დასაქმებული როგორც პიროვნულად ასევე ეკომონიკურად და სოციალური სტატუსის მდგომარეობით მნიშნელოვნადაა დამოკიდებული დამსაქმებელზე. ამ დამოკიდებულებების ბოროტად გამოყენების საფრთხის თავიდან არიდება სახელმწიფოს უფლებამოსილებაა და ამავდროულად ვალდებულება. აქედან გამომდინარე, არსებული ურთერთობის შეწყვეტის მექანიზმების სიმარტივე არანაკლებ საზრუნავია, ვიდრე ურთიერთობათა სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი. აღსანიშნავია ის რომ, თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიეთობები, ერთის მხრივ კონკურენციის ხელშემწყობია ხოლო ამავ დროულად სამართლიანობის იდეის მატარებელია და ხშირად კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის სხვა ძირითად უფლბებსა და თავისუფლებებთან მჭიდრო კავშირში იკვეთება.
რამდენჯერმე აღვნიშნეთ ზემოთ და ვახსენეთ თანასწორობის პრინციპი, რაც ერთ-ერთი ამოსავალია ორმხრივ ურთერთბებში იქნება ეს სახელშეკრულებო თუ არა. სწორედ მხარეთა ინტერესების დაბალანსებასა და თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებას ემსახურება სსკ-ის 319-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები. ეს მუხლი ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე პირს, როგორც უფრო ძლიერსა და გამოცდილ მხარეს, გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცალკეული შემთხვევა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, სასამართლო პრაქტიკით დგინდება დასაქმებულის დაცვის ის სტანდარტები, რომ შრომით ურთიერთობაში ნებისმიერი ეჭვი დასაქმებულის სასარგებლოდ წყდება.
და ბოლოს, დასვკნის სახით შეიძება ითქვას რომ, ხელშეკრულების დადების წინ აუცილებელი და თითქის სავალდებულოცაა მხარეების მიერ ბოლომდე გააზრებული და გაცნობიერებული იქნას იმ უფლება მოვალეობების დაკისრება რასაც შემდგომში მათ შორის დადებული ხელშეკრულება დაავალდებულებს. გამომდინარე აქედან პირველ რიგში აუცილებელია იმ თანასწორობის პრინციპის დაცვა რომელიც ერთმანეთისგან სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსით არ განასახვავებს მხარეებს. ჩემი აზრით საზოგადოებისთავის აუცილებელია კანონის იმ დონეზე ცოდნა მაინც რომ საკუთარი ინტერესების გარკვეული პროცენტით დაცვა მაინც იყოს შესაძლებელი და საბოლოოდ არ მივიდეს იმ სავალალო შედეგამდე რომ ერთ ერთი მხარე სრულიად ჩიხში აღმოჩნდეს.