ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირებას. განვითარებადი ქვეყნები განიცდიან საკუთარი სახსრების არარსებობას, საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას კი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ამუშავება წარმოადგენს. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ვაჭრობის წარმოების აუცილებელ წინაპირობას საფონდო ბირჯები ქმნიან.
საქართველოს საფონდო ბირჟა გამოირჩევა ძალიან დაბალი აქტივობით. 2011 წელს საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგების მოცულობამ 2.5 მილიონი ლარი შეადგინა, 2012 წელს კი – 8.9 მილიონი ლარი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის აქციები დაშვებულ იქნა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ძვრებისა, კვლავ რჩება ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან ეფექტურ ფუნქციონირებაში. პრივატიაზაციის პროცესში ბირჟის როლი შეზღუდულია, ინვესტორებს არ აქვთ გაცნობიერებული საფონდო ბირჟის როლი მათი ბიზნესის განვითარებაში. ასევე არ არსებიბს საერთაშორისო სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის უმოქმედობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინსტიტუტისადმი მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება და ამ სფეროში გაუთვითცნობიერებაა. საჭიროა სახელმწიფომ შეიმუშავოს სტრატეგიული გეგმა და ისეთი კანონები, რომლებიც გათვლილი იქნება ფინანსური ინსტრუმენტების გრძელვადიან პერსპექტივებზე. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინვესტიციების დაბანდებას კორპორაციულ ფასიან ქარალდებში, რაც შემდგომში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საფუძველი იქნება.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებას უნდა ახორციელებდეს ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის აუცილებელ წესებს, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის მომზადებასა და ბაზრის ფინანსური მდგომარეობის კონტროლს. ძირითად პრობლემას საქართველოს განუვითარებული ფინანსური ბაზარი წარმოადგენს, რაც ართულებს უხოური ინვესტიციების მოზიდვას.
ფასიანი ქაღალდების განვითარების მიზნით საჭიროა განისაზღვროს, თუ რომელ მოდელს მივანიჭებთ უპირატესობას – საბანკო მოდელს (გერმანულს), რომელიც გულისხმობს საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების მონაწილეობას, თუ არასაბანკო მოდელს (ამერიკულს), რომელიც უპირატესობას საინვესტიციო ბანკებსა და საბროკერო ფირმებს ანიჭებს. ამ მოდელში მნიშვნელოვანია ის ფაქტი , რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი ბანკების მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ემიტირებასა და კონტროლის სფეროში. ასევე არსებობს შერეული მოდელი, რომელშიც ბანკებთან ერთად არასაბანკო საინვესტიციო ინსტიტუტებიც მონაწილეობენ.
საფონდო ბირჟები წარმოადგენენ სახელმწიფოთა ეკონომიკური დონის განმსაზღვრელ ინდიკატორებს. როდესაც საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების მოცულება მცირდება, ის ქვეყნის ეკონომიკის ვარდნაზე მიგვანიშნებს. მაგალითად: 2007 წელს ბელგიის საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობამ შეადგინა 256 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო 2008 წელს ფინანსური კრიზისის შედეგად დაეცა 211 მილიარდ აშშ დოლარამდე. დიდი ბრიტანეტის მაჩვენებელი 10324 მილიარდიდან – 6484 მილიარდ აშშ დოლარამდე. საქართველოს საფონდო ბირჯის გარიგებათა მოცულობით კი შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური დონის განსაზღვრა.
საფონდო ბირჯას აქვს შემდეგი ფუნქციები:
• კაპიტალის ჩამოყალიბება (მოზიდვა) – კაპიტალი შეიძლება მოზიდულ იქნეს საფონდო ბირჟებზე განთავსებული აქციების გაყიდვის მეშვეობით.
• ხელს უწყობს კომპანიის ზრდას (განვითარებას) – შეიძლება მოხდეს კომპანიების შერწყმა, მოხდეს წარმოებული პროდუქტის გასაღება ფართო ბაზრებზე.
• კაპიტალის თავმოყრა – ერთ სივრცეში განთავსებული აქციები შეიძლება ერთი პირიდან მეორეს გადაეცეს შესყიდვის გზით
• ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოქალიბება – ბირჟა ინვესტორებს აძლევს სხვადასხვა მრეწველობაში ჩართვის საშუალებას.
• უზრუნველყოფს სახსრების გაზრდას – შესაძლებელია აქციის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელებით სწრაფი მოგების მიღება.
• ზრდის ქვეყნის კაპიტალს (შემოსავლებს) – შეიძლება გაყიდოს ფასიანი ქაღალდები და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამები.
• ეკონომიკის საზომია.
ამრიგად, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფასიანი ქარალდების ჩამოყალიბების პროცესში სახელმწიფოს დიდი როლი ეკისრება. ფასიანი ქაღალდების ბაზარი გლობალური ეკონომიკის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირება. აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც მოიცავს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და პროფესიონალთა ფართო წრის მონაწილეობით თანამედროვე სტანდარტების სამართლებრივი ბაზის შექმნას. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ბაზრის მონაწილეების საქმიანობის არიალის გაფართოებასა და მომსახურების გაუმჯობესებას, უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდები ბაზრის გამჭირვალობა, გახსნილობა, ორგანიზებულობის ამაღლება და საიმედოობა.