აზარტულ თამაშებს, საქართველოში არც თუ ისე მცირე ხნის ისტორია გააჩნია. როგორც ცნობილია, მისით გატაცებული ყოფილა ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი-აკაკი წერეთელი. სხვადასხვა წყაროებიდან ვარკვევთ, რომ 19-ე საუკუნეში საქართველოშიც იყო გარკვეული ტიპის სათამაშო დაწესებულება, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ქართული ელიტის წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირის დროს, მის შემავალ ქვეყნებში აიკრძალა აზარტული თამაშები, მხოლოდ ლატარეა იყო დაშვებული. აკრძალვა საქართველოზეც გავრცელდა. 1992 წლიდან ჩვენს ქვეყანაში იყო მცდელობა აზარტული თამაშების კანონით რეგულირებისა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახდა.
საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა სამორინეების, სლოტ-კლუბებისა და ტოტალიზატორების რიცხვი, რასაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. თუმცა, ასეთი დაწესებულებები მომხმარებელთა სიმცირეს არ განიცდის, პირიქით, ხშირად ვიხილავთ ახალგაზრდებით გადავსებულ კაზინოებს, სადაც სხვადასხვა სახის სათამაშო მაგიდებთან ქალებსაც შევნიშნავთ.
პირველი, თანამედროვე გაგებით, კაზინო გაიხსანა 1765 წელს პარიზში. კაზინოს გახსნაზე ნებართვა გასცა საფრანგეთის პირველმა მინისტრმა, კარდინალმა, ჯუ
ლიო მაზარინიმ იმისათვის,რომ შეევსო ლუდოვიკო Xǀ⋁-ის ხაზინა. მაშინ გაიგო მსოფლიომ, რომ გარდა კარტის თამაშისა, არსებობდა თამაში ბორბალზე, ე.წ რულეტზე. დღესდღეობით, რულეტი ყველაზე პოპულარულ კაზინოს თამაშად ითვლება, რომლის სახელწოდებაც იტალიური და ფრანგული თამაშებიდან მომდინარეობს. იგი 17-ე საუკუნიდან ვრცელდება ევროპასა და ამერიკაში. ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად, სათამაშო ბორბალი გამოიგონა ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა, პასკალმა. იგი, თურმე, სულაც არ აპირებდა აზარტული თამაშებისთვის სათამაშო მოწყობილობის შექმნას, უბრალოდ მისი გამოგონება გამოიყენეს კომერციული ალღოს მქონე ადამიანებმა. მეორე ლეგენდის თანახმად, ფრანგმა ფრანსუა ბლანმა სული მიჰყიდა ეშმაკს იმისათვის, რომ გაეგო რულეტის საიდუმლო. ამ თეორიის დასამტკიცებლად მოჰყავთ რულეტის ყველა ნომრის ჯამი, რომელიც შეადგენს 666.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში პოკერი, რომელიც 500 წელია არსებობს როგორც თამაში. არსებობს პოკერის განსხვავებული სახეობები, მაგრამ ყველა სახის პოკერის თამაშისას აუცილებელია მოიგო ფსონები რაც შეიძლება მაღალი პოკერის კომბინაციით.პოკერის წესების და მისი სახელწოდებასთან დაკავშირებით დღესაც მიმდინარეობს კამათი, რადგან არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თამაშის სახელწოდება მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან pochen, რაც კაკუნს ნიშნავს. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით,
პოკერი წარმოიშვა სპარსული თამაში „ას ნას”-გან, მაგრამ ამ ვერსიას ძალიან ცოტა ეთანხმება, ვინაიდან მისი გერმანულისგან წარმოშობის ვერსია უფრო დამაჯერებლად ჟღერს. ეს თამაში გერმანიიდან საფრანგეთში გავრცელდა, სადაც მას „პოკუე” უწოდეს. საფრანგეთიდან ამერიკაში გადასახლებულმა ადამიანებმა ეს თამაში იქაც პოპულარული გახადეს და ამიტომ ნიუ ორლეანის შტატი ითვლება პოკერის დაბადების ადგილად. მას ადრე ძირითადად კოვბოები, მძარცველები და მატყუარები თამაშობდნენ, რამაც პოკერის სახელის გატეხვა გამოიწვია და ამიტომ მისი თამაში დიდხანს იკრძალებოდა.
1970 წელს პოკერის თამაშში ჩატარებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა მას ისევ დაუბრუნა ძველი პოპულარობა. ადამიანები მიხვდნენ, რომ მისი თამაში არა მხოლოდ იღბალზე და სიცრუეზე იყო დამყარებული, არამედ მას გამოცდილება და ჭკუაც სჭირდებოდა. სრული ანშლაგი გამოიწვია “ონლაინ” პოკერის გამოჩენამ ინტერნეტ სივრცეში, ვინაიდან გამოუცდელ მოთამაშეებს მინიმალური ფსონითაც შეეძლოთ თამაშის დაწყება. ევროპაში ამ თამაშს უკვე სპორტად აღიქვამენ და საქართველოშიც ხშირად ტარდება ტურნირები პოკერში კაზინოებსი გარეთ.
საქართველოში სათამაშო ბიზნესი 2005 წლიდან რეგულირდება კანონმდებლობით. მანამდე არსებობდა რამდენიმე ბრძანებულება, თუმცა კონკრეტული მარეგულირებელი წესები არ არსებობდა. დღესდღეობით, სათამაშო ბიზნესს სამი კანონი აწესრიგებს, ესენია: საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ”, „სლიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”.
ყველა სახის აზარტულ და მომგებიან თამაშს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ” კანონის შესსაბამისად, სჭირდება ნებართვა. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, რომელიც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთათვის განისაზღვრება 7000 ლარით, ტოტალიზატორებისთვის 2000 ლარით, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მფლობელთათვის 10 000 ლარით. რაც შეეხება აზარტული თამაშობების ნებართვებს, ის გაიცემა ერთი წლის ვადით სამორინეებზე და 5 წლის ვადით სათამაშო აპარატების სალონის მფლობელზე. აღსანიშნავია, რ
ომ გასართობი დაწესებულებები ნებართვის ასაღებად სოლიდურ თანხას, ხუთ მილიონ ლარს უხდიან სახელმწიფოს წლიურად თბილისში. თუმცა, როგორც ერთ-ერთმა სათამაშო დაწესებულების თანამშრომელმა პირისპირ საუბრისას აღნიშნა, მათი შემოსავალი იმდენად დიდია, რომ აღნიშნული თანხები გავლენას ვერ ახდენენ მათ წლიურ ბალანსზე.
კანონმდებლობა მოითხოვს, რომ სამორინეში დამონტაჟებული უნდა იყოს და ფუნქციონირებდეს არანაკლებ შვიდი სათამაშო მაგიდა, ამათგან ერთი უნდა იყოს სათამაშო ბორბალი, იგივე რულეტი. თითოეულ სათამაშო მაგიდაზე სამორინე კვარტალურად იხდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით. სათამაშო აპარატებისთვის ეს თანხა განისაზღვრება 1 500 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით.კონკრეტულად, ელექტრო რულეტზე, რომელთანაც კრუპიე არ დგას მოსაკრებელი არის 3000 ლრი. თითოეული სათამაშო აპარატში პროგრამულად უზრუნველყოფილია, რომ გასცეს 75% მოგებისა. დანარჩენი 25% არის აზარტული დაწესებულების შემოსავალი. სათამაშო აპარატებზე სხვადასხვა ფსონი არის დაწესებული და მოთამაშეს ერთი ლარიდანაც შეუძლია დაიწყოს თამაში. გარდა ამისა, სათამაშო აპარატს გააჩნია მრიცხველი სადაც ფიქსირდება თუ რამდენი მოგება გასცა აპარატმა ან რამდენი თანხა წააგო მოთამაშემ. შესაბამისად, სხვაობა გაცემულ თანხასა და მოგებულ თანხას შორის არის მაჩვენებელი რაც სალონს მოგების სახით დარჩა. ამ თანხიდან მეპატრონე იხდის მოგების გადასახადს, იმის პროპორციულად თუ რა ღირს ქულა კონკრეტულ აპარატზე. მაგრამ არაკეთილსინდისიერმა მეპატრონემ შეიძლება გაანულოს აპარატი, ანუ მრიცხველის მონაცემები წაშალოს, რაც გადასახადების დამალვის ერთ-ერთი გზაა. რაც შეეხება მოგების გაცემის წესს, აზარტული თამაშების დაწესებულება 1
00%-ით უნაღდებს ფიზიკურ პირს მოგებულ ფსონებს და საგადასახადო ორგანოსთან, 2010 წლის 1 აპრილიდან შემოსავლების სამსახურთან, თვითონ არკვევს ურთიერთობას.
რაც შეეხება აზარტული თამაშებიის დაწესებულების ტერიტორიული განლაგების ადგილს და შეზღუდვებს, ამის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობა არაფერს გვეუბნება. ეს პრობლემატური საკითხი ჯერ კიდევ ღია კითხვის ქვეშ დგას. მართალია, საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” მიზნად ისახავს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვას, მაგრამ ბუნდოვანია, თუ რა ფორმით ხდება მათი ინტერესების დაცვა, როცა საპატრიარქოს გვერდით, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, აშენდა მასშტაბებით ყველაზე დიდი კაზინო „შანგრილა”. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა მოსახლეობაში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია და დაისვა კითხვები თუ რატომ არ აწესებს კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს კაზინოების ტერიტორიული მოწყობასთან დაკავშირებით. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აზარტული დაწესებულებები სოკოებივით მომრავლდება საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო, თუნდაც სასულიერო დაწესებულებების გვერდიგვერდ?!
კანონი აწესებს გარკვეულ შეზრუდვებს და ასაკობრივი ცენზი მოქმედებს, როგორც სამორინეებში 21 წლამდე პირთათვის, ასევე 18 წლამდე პირთათვის სათამაშო აპარატების სალონში. სალონში შესულ პირთა იდენტიფიცირება ხორციელდება პირადობის მოწმობის საფუძველზე, მაგრამ დაწესებულება ვალდებულია შეამოწმოს პიროვნება თუ ამის გონივრული ეჭვი არსბობს. ანუ კანონის ინტერპრეტაციიდან გამომდინარე, შემოწმების ვალდებულება არ არსებობს, თუ გონივრული ეჭვი არ გვაქვს სახეზე.
საინფორმაციო პორტალი „პრესა.ჯი” გვაცნობს კაზინო „აჭარა”-ს სამზარეულოს, რომელიც ყველაზე მსხვილი მოთამაშეა აზარტული თამაშების ბიზნესში. კაზინოს მარკეტი
ნგის მენეჯერის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს სოციალურად დაუცველი ფენა, თუმცა არსებობს სეგმენტი, რომელიც ერთ ღამეში 400 000 დოლარსაც აგებს. თუმცა, ამდენივე და უფრო მეტი რაოდენობის თანხაც წაუგიათ კაზინოში. ამასთან, „კლიენტები” არ არიან მხოლოდ ქართველები, არამედ მეზობელი ქვენებიდან. ვინაიდან აზერბაიჯანსა და თურქეთში აკრძალულია აზარტული თამაშები, ამ ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში, განსაკუთრებით, ბათუმში ჩამოდიან შაბათ-კვირას სათამაშოდ.
რეალურად, კაზინო არის ადგილი სადაც ერთ ღამეში მდიდრდებიან ან პირიქით ყველაფერს კარგავენ. ყველა აზარტულ მოთამაშეს ერთხელ მაინც უოცნებია ლას- ვეგასში მოხვედრაზე, სადაც, როგორ ამბობენ, უფრო მეტს ლოცულობენ, ვიდრე იერუსალიმში ან მექასა და მედინაში. მაინც რა არის ის ხიბლი რომელიც ყველა მოთამაშეს აბრუნებს უკან კაზინოში?! ფსიქოლოგები ამ აკვიატებულ სურვილს ლუდომანიას ანუ აზარტული თამაშებით გატაცებას უწოდებენ. მეცნიერები ლუდომანიას ისეთი დაავადებების გვერდით აყენებენ, როგორიცაა ნარკომანია და ალკოჰოლიზმი. გემბლინგით გატაცებას 21-ე საუკინის სენადაც მოიხსენიებენ, რადგან სულ უფრო იზრდება თამაშით გატაცებულ მსხვერპლთა რიცხვი. თამასში ჩართვა იწყება იღბლის გამოცდით, შემდეგ მოთამაშე ხიბლში ვარდება. ერთხელ მოგების შემდეგ აზარტი იზრდება და მოთამაშე კარგავს თავზე კონტროლის უნარს. ქონების დაკარგვა, სუიციდი, ოჯხის დანგრევა არის ის შედეგები, რაც მოჰყვება უმეტეს შემთხვევაში ზღვ
არგადასული თამაშის სურვილს. თავიდან, ოჯახში ძვირფასეულობა იკარგება, შემდეგ ტექნიკა და როცა ვალები კოლოსალურ თანხას აღწევს ბინის გაყიდვის ჯერი დგება. იმის გამო, რომ ოჯახი გადახდისუუნაროა ან ოჯახის წევრები ფაქტიურად ქუჩაში რჩებიან, მოთამაშეს ერთი არჩევანიღა რჩება- სუიციდი. ყველაზე კლასიკური შემთხვევებია ოჯახის დანგრევა, გაუცხოვება და ძალადობა ოჯახის წევრზე, ძირითადად მეუღლის მიმართ. ორგანიზაცია „გემბლინგის კვლევისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი” მუშაობას ახორციელებს სწორედ ოჯახში ძალადობის პრევენცის მიმართულობით. ასეთი პრობლემის მქონე ოჯახებზე მონიტორინგის შედეგად სამი კატეგორიის ძალადობის შემთხვევები არის გამოვლენილი. პირველ კატეგორიას განეკუთვნება მეუღლეზე ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ეკონომიკური. მამაკაცი, რომელიც წაგებული გამოდის სათამაშო დაწესებულებიდან, რიგ შემთხვევაში, აგრესიას მიმართავს მეუღლისკენ. როდესაც კაცი თავის მატერალურ შესაძლებლობებს ამოწურავს, იწყებს მეუღლის ძვირფასეულობის დაგირავებას, გაყიდვას. ხშირია ასევე შემთხვევა, როცა მეუღლისგან მოითხოვენ ფულის სესხებას ახლობლებისგან, საკრედიტო დაწესებულებიდან, რაც უმეტეს შემთხვევაშში ოჯახის დანგრევით მთავრდება.
მეორე კატე
გორია აერთიანებს თამაშდამოკიდებული ადამიანის მშობელს-დედას, რომელიც ყველანაირად ცდილობს დაიხსნას საკუთარი შვილი ვალებისგან და ყიდის მთელ თავის უძრავ-მოძრავ ქონებას. ყველაზე მძიმე კატეგორიას განეკუთვნებიან ლუდომანი სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომელთა ფსიქიკაზეც მწვავედ აისახება წაგების შედეგად მიღებული ტრამვა. საქართველოში ასეთი ქალების რიცხვი მცირეა მაგრამ სტატისტიკა მაინც შემაშფოთებელია.
რაში ხედავს სახელმწიფო გამოსავალს, აზარტული თამაშების აკრძალვაში თუ კანონმდებლობით მის მკაცრად რეგულირებაში?! ახალი ხელისუფლების მხრიდან ისმის გარკვეული მესიჯები ამ თემასთან დაკვშირებით. კანონპროექტი, რომელიც აზარტული თამაშების აკრძალვას გულისხმობს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით მოსმენები გაგრძელდება. ასევე აქტიურად განიხილება სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვის საკითხიც, რომლის აქტიური მხარდამჭერიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე კობა დავითაშვილია. კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება ინტერნეტ რეკლამაც და მისი განთავსების შემთხვევაში ჯარიმა 10 ათასი ლარი, განმეორების შემთხვევაში კი 20 ათასი ლარი იქნება. დეპუტატის განცხადებით „ რეკლამირების აკრძალვით არც ტელევიზიები, არც სარეკლოამო კომპ
ანიები და არც მედიასაშვალებები გაკოტრდებიან”, თუმცა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან ახვლედიანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია. იგი ეწინააღმდეგება რეკლამირების სრულ აკრძალვას. მისაღებია, რომ რეკლამა შეიზღუდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში და ბილბორდებზე, მაგრამ გვიანი სატელევიზიო რეკლმა უნდა დარჩეს ისეთებისა, როგორიცა ბრენდის, სპორტული გადაცემისა და ინტერნეტ რეკლამები, აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი. მისი აზრით, ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს თავად გადაწყვიტოს შევა თუ არა კაზინოში. „მოთამაშეთა ასაკი კანონით განსაზღვრულია: 21 წლის ადამიანს შეუძლია სამორინეში შესვლა, ტოტალიზატორებში -18 წლისას.
აზარტული თამაშების აკრძალვის საკითხს პრემიერ-მინისტრიც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს განსახილველი საკითხია და აჩქარება არ ღირს. კაზინოს ბევრი სიმახინჯე აქვს და ზოგ ქალაქში არ უნდა არსებობდეს, ამიტომ პრემიერი არ გამორიცხავს კაზინოების მშენებლობისათვის სპეციალური ზონების გამოყოფას.
ლევან ახვლედიანი სკეპტიკურად უყურებს პრემიერის მოსაზრებას სპეცზონების მოწყობასთან დაკავშირებით. პირველი არგუმენტის თანახმად, ის დიდ ხარჯე
ბთან არის დაკავშირებული. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სათამაშო ბიზნესის სპეციალურად გამოყოფილმა ზონამ ორ ქვეყანაში გაამართლა: ამერიკაში, სადაც 50 წელი შენდებოდა ლას-ვეგასი და ატლანტიკსიტი და ჩინეთში-მაკაუ. ჩვენს მეზობელ სომხეთსაც ჰქონდა მცდელობა კაზინოები გარეუბნებში გადაეტანა, მაგრამ იდეამ ვერ გამართლა და ბიუჯეტში შემოსავლებმა იკლო. წყალტუბოში კზინოების მშენებლობის იდეაც სავარაუდოდ კრახით დამთავრდება აცხადებს, აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელი.
ჯერ კიდევ განსჯის საგნად რჩება აზარტული თამაშების დაწესებულების არსებობა არარსებობის საკითხი. საზგადოება ორად არის გაყოფილი: ერთნი ამტკიცებენ, რომ შემოსავლების სამსახური ისედაც მკაცრად კურირებს ასეთ დაწესებულებებს და ძალიან დიდ გადასახადებს უწესებს მათ. ვინაიდან, საზოგადოება არ არის ჩახედული ამ სფეროში, მიაჩნიათ, რომ დაწესებულებების უკან „მაფიოზური კლანი” ან სახელმწიფოს მაღალი თანანმდებობის პირები დგანან, რომლებიც მდიდრდებიან მოთამაშეთა პირადი უბედურების საფუძველზე. მეორე მხრივ, რეალურად აზარტული თამაშებიც ისეთივე ბიზნესია, როგორც მეწარმეობა და სხვა. კაზინოს მეპატრონეც ისევე იხდის გადასახადებს ბიუჯეტში, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. აქიდან გამომდინარე, ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია აკრძალვა ამ ბიზნესის მაშინ, როცა ტურიზმის განვითარების პარალელურად საქართველოში ამ კუთხით სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება.
ალბათ, ორივე მოსაზრების შეჯერებით მთავრობა მივა იმ დასკვნამდე, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ ბიზნესის სწორი და
ორივე მხარეზე მრგებული მარეგულირებელი წესების შედეგად, ასეთი დაწესებულებები ბიუჯეტის შევსების სერიოზული წყარო გახდება.
სტატია მოამზადა: ანო წიწავა, ბელა ბეროძე, სოფიკო ნიკოლაიშვილი