ალიმენტის დაკისრება, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,  საქართველოშიც   მეტად აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს. თუმცა  აღნიშნულზე საუბრისას ან მისი ხსენებისას, ხშირ შემთხვევაში,   გულისხმობენ, მოიაზრებენ მშობლების საალიმენტო ვალდებულებებს შვილების მიმართ, მაგრამ  ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ვითარება მთლიანად განსხვავებულია,  ანუ ალიმენტვალდებული პირი ხდება  არამარტო მშობელი, არამედ შვილიც,  ასევე  არსებობს ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო ვალდებულებები ანუ ალიმენტის მიმღები და გამცემი, მოქმედი კანონმდებლობით შეიძლება იყოს და-ძმა, მეუღლე, ბებია, პაპა,  გერი, დედინაცვალი, მამინაცვალი და ასევე ფაქტობრივი აღმზრდელიც, რომელთანაც იმყოფებოდა პირი მუდმივ აღსაზრდელად.

ამდენად, საქართველოსსამოქალაქოკოდექსიითვალისწინებს  ალიმენტის  დაკისრებასა და შესაბამისად მისი გადახდევინების სავალდებულო წესს. სწორედ აღნიშნული კოდექსის თანახმად,  ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით. ხოლო, რაც შეეხება ალიმენტის ნებაყოფლობითი გადახდის წესს, ეს  არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.

ალიმენტი ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სარჩოს, რომელიც ვალდებულმა პირმა უნდა გადაუხადოს მოთხოვნის უფლების მქონეს. ხოლო საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო – სამართლებირივი ურთიერთობის ნაირსახეობააა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც – მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. ამ უკანასკნელად კი ითვლება პირი –  რომელიც,  ნათესაურ ან სხვა საოჯახო ურთიერთობაში იმყოფება ალიმენტვალდებულ პირთან.  ალიმენტის გადამხდელს უნდა ახასიათებდეს საალიმენტო  უფლებაუნარიანობა, ანუ შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეასრულოს თავისი ვალდებულება. ალიმენტისდაკისრებაიწყებასარჩელისწარდგენიდანბავშვისსრულწლოვანებამდე. აღსანიშნავი და, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ალიმენტის ძირითადი დანიშნულებაა ბავშვის ნორმალური აღზრდის მატერიალური უზრუნველყოფა. შესაბამისად, სწორედ სასამართლო განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნაც, რომ არ შეიძლება ალიმენტის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით გადავიდეს ოჯახის რომელიმე წევრზე.

ამდენად,  ალიმენტის მოთხოვნის უფლება ხორციელდება მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში, რასაც საფუძვლად უდევს საალიმენტო შეთანხმება ან სასამართლოს გადაწყვეტილება. სწორედ საქართველოსსამოქალაქოკოდექსისთანახმად,  ალიმენტისოდენობაგანისაზღვრებაურთიერთშეთანხმებით. იმშემთხვევაშიკი, თუალიმენტისმომთხოვნსადაალიმენტისგადამხდელსშორისშეთანხმებავერშედგა, ალიმენტისოდენობას, თითოეულიმეუღლის, მატერიალურიდაოჯახურიმდგომარეობისგათვალისწინებით, განსაზღვრავსსწორედ სასამართლო.  საალიმენტო ურთიერთობებზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ   საალიმენტო ვალდებულების ნებისმიერი მხარის მატერიალურ თუ საოჯახო მდგომარეობაში შესული ცვლილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ალიმენტის მოთხოვნის უფლების შეზღუდვას ან პირიქით, გაფართოებას.

ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებისას, კიდევ უფრო  მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, თუ როგორ ხდება საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტა და ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აღნიშნულის შესრულება ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ხოლო, რაც შეეხება საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტას,  მისი ყველაზე გავრცელებული და ნორმალური საფუძველია აღნიშნულის  ჯეროვანი შესრულება. თუ უფლებამოსილი პირი მიაღწევს სრულწლოვანებას, მას ალიმენტის მოთხოვნის უფლება უწყდება, რა თქმა უნდა, თუ იგი არ არის შრომისუუნარო. ასევე შეიძლება საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს იმ პირობების გაუქმება, რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ ალიმენტის დანიშვნას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არსებობს საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა, მაგალითად: საალიმენტო ვალდებულების ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება, შეთანხმების ვადის გასვლა, და საალიმენტო შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამდენად, ალიმენტის მიმღების ან გადამხდელის გარდაცვალება უდავოდ იწვევს საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტას.

ამრიგად, ალიმენტის დაკისრება, როგორც ვიცით,   საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობის ერთერთი მნიშნვნელოვანი და მეტად ყურადსაღები საკითხია. შესაბამისად, აღნიშნული საქმის რაოდენობის განსაზღვრა და  მისი განხილვა სასამართლოში ნათლად მიუთითებს თემის აქტუალობაზე, მითუმეტეს,  რომ ალიმენტვალდებული პირი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არ შეიძლება იყოს მხოლოდ მშობელი, არამედ სხვაც.  შესაძლებელია ეს გარემოებაც იყოს მიზეზი და შესაბამისად, ზრდიდეს ალიმენტის დაკისრებისა და მისგან გათავისუფლების  საქმეთა რაოდენობას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხდება ალიმენტის დაკისრების საკითხის აღსრულება და რამდენად ხშირად არიდებს თავს ალიმენტის გადამხდელი აღნიშნული ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისგან.

აღსანიშნავია, რომ ალიმენტი დაუყოვნებელ აღსასრულებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, და მასზე ხანდაზმულობის  ვადა არ ვრცელდება. მას შემდეგ, რაც პირს დაეკისრება ალიმენტის გადახდა, ხშირია შემთხვევები, როცა ხდება თანხის გადახდისაგან თავის არიდება, ზოგი   თანხას ნებაყოფლობით იხდის,  ზოგი ალიმენტვალდებული პირი კი საერთოდ არ მუშაობს. ამ უკანასკნელთა რიცხვი, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ზოგიერთი  მათგანი არანაირ ქონებას არ ფლობს და, რა თქმა უნდა, მათ  მიერ თანხის გადახდა და მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება ვერ  ხერხდება.  მას შემდეგ, რაც პირს დაეკისრება ალიმენტის გადახდა,  არის შემთხვევები, როდესაცალიმენტისგადამხდელისადგილსამყოფელიუცნობიაანიგი სპეციალურადარიდებსთავსალიმენტისგადახდას, სწორედ ამ ვითარების გამო მის მიმართ ცხადდებაძებნა. ხოლო თუ  მოვალესაზღვარგარეთაა, რა თქმა უნდა,  ალიმენტისთანხისიძულებითიგადახდაშეუძლებელიხდება, რადგანასეთდროსმოვალისძებნამხოლოდსაქართველოსტერიტორიაზეცხადდება.  თუმცა მიუხედავად უამრავი პრობლემისა, თუ შემთხვევისა,ალიმენტის დაკისრების შემდგომ, აღნიშნული  ვალდებულების შესრულება, ანუ ალიმენტის გადახდა ალიმენტის მიმღების მიმართ    აუცილებელი და სავალდებულო ხდება.

ლაბარტყავა მერი