თავდებობის ხელშეკრულების პრაქტიკული ასპექტები

თანამედროვე ქართულ რეალობაში თავდებობა საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ვინაიდან, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს აღნიშნული ინსტიტუტის არსი არასწორად აქვთ გაგებული, შესაბამისად წარმოიშობა ისეთი რიგი პრობლემებისა, რომლებმაც შეიძლება სოლიდარული მოვალეები (თავდები პირები) იძულებითი აღსულების ეტაპამდეც კი მიიყვანოს. უპირველეს ყოვლისა მართებული იქნებოდა ყურადღება გაგვემახვილებინა სწორედაც ტერმინებზე, რადგანაც ამ ინსტიტიუტის თანმდევი ტერმინები ხშირად არსწორად არის ხოლმე აღქმული.

თავხდებობა წარმოადგენს სოლიდარული ვალდებულების ნაირსახეობას, თავად ტერმინი სოლიდარული კი შეგვიძლია განვმარტოთ როგორც ვინმესთან შეთანხმებული, ერთსულოვანი ან მეგობრული. სოლიდარული პასუხისმგებლობა გულისხმობს შემთხვევას, როდესაც რამოდენიმე მოვალის არსებობისას თითოეული პასუხიმგებელია მთლიან ვალდებულებაზე სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად „თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება, ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვადებულება), ხოლო კრედიტოს აქვს შესრულების მხოლოდ ერჯერადი მოთხოვნის უფლბა, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს”. მოკლედ რომ ითქვას, თავდებობის ხელშეკრულების დროს, თავდები გადაიქცევა ხოლმე სოლიდარულ მოვალედ. თუმცაღა არსებობს განსხვავება თავდებობასა და სოლიდარულ თავდებობას შორის, სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანსკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, კი „თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეუძლია წააყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”. როგორც ვხედავთ განსხვავება არსებობს, პირველ შემთხვევაში, თავდებს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოვალე იქნება გადახდისუუნარო, ხოლო სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, შესაძლებელია თავდაპირველად მოთხოვნა თავდებისაგან იქნეს დაკმაყოფილებული. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ხერხს ხშირად მიმართავენ საბანკო დაწესებულებები. ჩემი აზრით, ზემოთ აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზს, ანდა მის უხეშად გამოყენებას არ წარმოადგენს, არამედ სამწუხაროდ ეს საზოგადოების პრობლემაა. კანონი იძლევა საკმაოდ გარკვეულ დეფინიციას, რა გზითაც ხდება პოტენციური თავდები პირების გაფრთხილება შედეგების შესახებ, მაგრამ სანამ მეგობარს, ახლობელს ან თუნდაც ოჯახის წევრს თავდებად დაუდგებიან. იშვიათად თუ ვინმე გამოიკვლევს აღნიშნული ინსტიტუტის არსს და დაუფიქრდება შედეგებს, რაც შეეიძლება მოჰყვეს მის დაუფიქრებელ ქმედებას, უბრალო ხელმოწერას ხელშეკრულებაზე.
პირობითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავდებობას აქვს სამი ძირითადი ეტაპი. პირველ ეტაპს წარმოადგენს, ხშირ შემთხვევაში ახლობელი ადამიანის თხოვნის საფუძველზე ხელშეკრულების გაფომებას კერძო პირთან, უფრო ხირად კი საბანკო დაწესებულებასთან. ზოგადად, რა თქმა უნდა ყველა ხელშეკრულებაში არუს ხოლმე გათვალისწინებული ის პირობები და ის ვალდებულებები, რასაც ძირითადი მსესხებელი და თავდები პირი კისრულობენ. კარგ შემთხვევაში თავდები აცნობიერებს აშნიშნულ პირობებს და უბრალოდ ენდობა მოვალეს, დარწმუნებულია იმაში, რომ იგი შეძლებს ვალის დაბრუნებას, უკეთეს შემთხვევაში კი მისი მოლოდინები მართლდება და შესაბამისად ყველა მხარე კმაყოფილი რჩება, თავდებობა კი სრულდება პირველივე ეტაპზე.
მეორე ეტაპი არის სასამართლო დავის ეტაპი. როდესაც თავდები ვერ აცნობეიერებს რა პირობებს თანხმდება და მას მხოლოდ ახლობელი ადამიანის დამხარების სურვილი ამოძრავებს სესხის ასაღებად ან/და პირველი ეტაპი ცუდი შედეგით დასრულდა, მოვალემ ვერ გადაიხადა დავალიანება, კრედიტორის სარჩელის საფუძველზე დავას განიხილავს სასამართლო. სასამართლო განხილვის ეტაპზე კი ძალიან რთულია იმის მტკიცება, რომ თავდები ვერ აცნობიერებდა საკუთარი ქმედებას, რადგანაც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა სწორედაც რომ ადასტურებს მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების გაცნობირებას და მათზე დათნხმებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ისე მოხდეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომ კარგად მოხდეს პირობების გაცნობა და გაანალიზება. სასამართლოს მიერ მოვალეთათვის თანხის დაკისრება როგორც წესი ხდება სოლიდარულად, თუ რა თქმა უნდა სახეზე გვაქვს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. გადაწყვეტილების შემდგომ, უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია ძირითადმა მსესხებელმა თავად დაფაროს დავალიანება. ხოლო უარეს შემთხვევაში საქმე კრედიტორის სურვილის შემთხვევაში წავიდეს იძულებით აღსულებაზე. უფრო ცუდ შემთხვევაში კი, შესაძლოა თავდებმა არც/ვერც მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში სხვადასხვა მიზეზთა გამო, შესაბამისად გადაწყვეტილება გამოვიდეს მის დაუსწრებლად.
სასამართლო ეტაპის შემდეგ, თავდებობის ხელშეკრულებით გთვალისწინებულ ყველაზე ცუდ შედეგს წარმოადგენს იძულებითი აღსრულების ეტაპამდე მისვლა. პირობითად, შეგვიძლია ამ ეტაპს ვუწოდოთ მესამე, საბოლოო ეტაპი. აღსრულების ეროვნული ბიუროს პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც აღმასრულებელი იძულებულია მოთხოვნის დაკმაყოფილება მოსთხოვოს თავდებს. როდესაც აღსრულების ეროვნულ ბიუროში კრედიტორის განცხადების საფუძველზე რეგისტრირდება საქმე, სადაც თავებობაა, იმის გამო, რომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სოლიდარულად დაეკისროთ ძირითად მსესხებელსა და თავდებს (თავდებებს) პასუხისმგებლობა, ყველა მოვალეს თანაბრად ეკისრება პასუხისმგებლობა, შესაბამისად, აღმასრულებელს არ აქვს ვალდებულება და არც უფლებამოსილება გამოიკვლიოს სახელშეკრულებო ურთიერთობაში ვინ იყო ძირითადი მსესხებელი და ვინ თავდები, არამედ ყველა მოვალის ქონებას თანაბრად იძიებს და თანაბრად ახდენს იძულებით აღსრულებას. ხოლო მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნებ იმ მოვალისაგან, რომელსაც რეალურად აღმოაჩნდება ქონება. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მიიღება თავდების დაუსწრებლად და მას არც აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება ჩაბარებია იძულებითი აღსრულების დაწყბების შესახებ, შესაძლოა ის დადგეს მისი ქონების რეალიზაციის ფაქტის წინაშე, იმ ხელშეკრულების გამო, რომელსაც მან ოდესღაც ხელი მოაწერა და მისი არსებობის შესახებ აღარც კი ახსოვს, რა თქმა უნდა მას გაუჩნდება პროტესტის გრძნობა, თავს ჩათვლის უსამართლობის მსხვერპლად და მიუთითებს კანონდარღვევაზე, მაგრამ სინამდვილეში აღმასრულებლის ქმედება სწორედაც რომ კანონით იქნება განპირობებული. ამ ყველაფრის შედეგად კი შესაძლოა მან დაკარგოას ისევე როგორც ქონება, ასევე ის ახლობელი ადამიანიც, რომელსაც თავდებად დაუდგა.
ამიტომ, სანამ ვინმე თავდებობის ხელშეკრულების მხარე გახდება, აუცილებლად უნდა აწონ-დაწონოს რისკები. 2013 წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო აქტიური კამპანია იმისათვის, რომ მოსახლეობა გაეცნოს თავებობის ხელშეკრულების ინსტიტუტის რეალურ არსს, ამისათვის მან გადაიღო სარეკლამო ვიდეორგოლი და აგრეთვე, ოფიციალურ ვებ გვერდზე www.nbe.gov.ge გამოაქვეყნა ის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს აღნიშნული ინსტიტუტის სწორად გააზრებაში. აგრეთვე, აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მიმაჩნია, რომ იმ ორგანოსთვის, რომელიც ახორციელებს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია მოსახლეობის ასეთი დონით ინფორმირება და გაფრთხილება, რამეთუ მასზე უკეთ არვის ესმის ის უარყოფიღი შედეგები რასაც იწვევს ამ ხელშეკრულების გაუაზრებელი გამოყენება.