რა არის საბაჟო

საბაჟო დეპარტამენტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოა. დეპარტამენტი დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
დეპარტამენტის ფუნქციებია : თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს:
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და გადადგილებაზე საბაჟო კონტროლი; საბაჟო გამშვებ პუნქტებში სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა; „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაცია; კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელება; საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სტაციონარული მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობას, პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და მასში მონაწილეობა;
შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას, ნებართვის გაუქმებას და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატში ცვლილების შეტანას და სერტიფიკატის გაუქმება; საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების/მათი ქვედანაყოფების მიერ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის კოორდინაცია; საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის სპეციალური საშუალებების (მათ შორის, სკანერების, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლების და სხვ.) დანერგვასა და გამოყენებას, მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება; ფარმაცევტული პროდუქტის საგადასახადო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაციას და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდება; საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა; ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა „Tracker 7“-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაციას ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით; საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლ; საბაჟო გამშვებ პუნქტებში სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურება; საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის გაფორმებისას ან/და სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით; გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავებას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით; გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა; საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოება; საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე ონლაინ-რეჟიმში კოორდინაციის გაწევას და მუდმივი მონიტორინგის განხორციელება; მონიტორინგის შედეგების ანალიზს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას რიგების აღმოფხვრის, საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებას და დაშვების გაუქმება; საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობას, მის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შემუშავებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და ანალიზ; გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების გაცემას ბარათების რეალიზატორ პირებზე, გაცემული ბარათების აღრიცხვას და რეალიზაციის კონტროლი; თავისუფალი ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა; კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას; საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის და თანამშრომელთა მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულების თაობაზე; წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტებს ;
დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მის მოვალეობას , შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით , ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ – ერთი მოადგილე.
დეპარტამენტის სტრუქტურა შემდეგნაირია :
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ლოჯისტიკის სამმართველო;
ბ) ანალიზისა და მეთოდოლოგიის სამმართველო;
გ) მონიტორინგისა და რისკების მართვის სამმართველო;
დ) სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველო;
ე) საბაჟო გამშვები პუნქტები: სადახლო, წითელი ხიდი, ახკერპი, გარდაბანი და მტკვარი, გუგუთი, ლაგოდეხი,სამთაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, სარფი,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ბათუმის პორტი, ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თბილისის აეროპორტი, ბათუმის აეროპორტი.
მოცემულ საბაჟო პუნქტებში ხორციელდება შემდეგი რეჟიმები : იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, დროებითი შემოტანის რეჟიმი, შიდა და გარე გადამუშავების რეჟიმი და საწყობის რეჟიმი. ხსენებული რეჟიმები გამოიყენება საქონლის საზღვრებზე გადაადგილების დროს. იმპორტის რეჟიმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი შედის ქვეყანაში, რომელიც მისი საბოლოო დანიშნულების ადგილია. ამ დროს საქონლის გამომგზავნი აფორმებს ექსპორტის რეჟიმს, რათა საქონელმა გადაკვეთოს გამგზავნი ქვეყნის საზღვარი. ხოლო ყველა შუალედური ქვეყნების საზღვრებზე საქონელს ენიჭება ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი. მაგალითისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ საქონელი, რომელიც იგზავნება თურქეთიდან აზერბაიჯანში, საქართველოს გავლით. საქონელს პირველადი საბაჟო რეჟიმი მიენიჭება თურქეთში და ფორმდება საექსპორტო დეკლარაცია. როდესაც ტვირთი მოვა საქართველოს და თურქეთის საზღვარზე, მას მიენიჭება ტრანზიტული რეჟიმი, რა სტატუსითაც იგი გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე. ხოლო როდესაც ტვირთი გადაკვეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს, იგი გაივლის ბოლო საბაჟო პროცედურას და მიენიჭება იმპორტირებული ტვირთის სტატუსი, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება მისი მოხმარება. ტრანზიტის რეჟიმის მქონე ტვირთს უფლება აქვს ქვეყნის საზღვრებს შიგნით დაჰყოს მხოლოდ გარკვეული დღეების რაოდენობა. ეს პერიოდი ძირითადად განისაზღვრება იმ ვადით, რაც საჭიროა ერთი საზღვრიდან მეორემდე მისვლისთვის. არსებობს შემთხვევები, როდესაც ქვეყანაში შედის ტვირთი, რომელიც გარკვეული პერიოდით რჩება საზღვრებს შიგნით, მაგრამ მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი არის სხვა ქვეყანა. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს რეექსპორტის რეჟიმთან. რეექსპორტი გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევებში. მაგალითისთვის, თუ ტვირთს იმპორტის რეჟიმის მინიჭების შემდეგ აღმოაჩნდება დანაკლისი, დეფექტი, ან სხვა რაიმე დარღვევა და იგი არის სხვა ქვეყანაში გასაგზავნი. ამ დროს ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნება, ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა. საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით, რეექსპორტის რეჟიმის მინიჭებისას უნდა სრულდებოდეს შემდეგი პირობები: საქონელი არ უნდა იყოს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე; შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება; საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში; სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ. ასევე მომწოდებლისთვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისთვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი. არის შემთხვევები, როდესაც მყიდველი საქონელს იძენს მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით და არ იცის მისი საბოლოო დანიშნულების ქვეყანა. ამ დროს მყიდველი საქონელს ანთავსებს დროებითი შენახვის რეჟიმში, ხოლო მას შემდეგ, რაც მოხდება მისი საბოლოო რეალიზაცია, ტვირთი რეექსპორტის რეჟიმით ტოვებს ქვეყნის საზღვარს. დროებითი შემოტანის რეჟიმი ასევე მიენიჭება სხვადასხვა სახის მანქანა-დანადგარებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსულია რაიმე კონკრეტული პროექტისთვის, რომლის ამოწურვის შემდეგ მან უნდა დატოვოს ქვეყნის საზღვრები. საქონელი დროებითი შემოტანის სტატუსით შეიძლება სამ წლამდე ვადით სარგებლობდეს. თითოეული ამ რეჟიმისათვის არსებობს მრავალი აუცილებელი დოკუმენტი და პროცედურული ნიუანსი, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვანია საქონლის ტვირთის მიხედვით.