კორპორაციათა გაკოტრება,რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული პრობლემები

კორპორაციული მართვა არის სისტემა, რომელიც გამოიყენება კომპანიის მართვისა და კონტროლისათვის. კორპორაციული მართვის მთავარი ამოცანა ნებისმიერ თანამედროვე კომპანიაში არის ხარჯების შემცირება ისე, რომ ამაღლდეს ნაყოფიერება და მართვის ეფექტიანობა. შესაბამისად, კორპორაციებმა უნდა მოახდინონ კორპორაციული ძალაუფლების დაყოფა და დაბალანსება აქციონერთა კრებას, დირექტორთა საბჭოს და მენეჯერებს შორის.

კორპორაციული მართვის მრავალი დეფინიცია არსებობს, თუმცა ყველა დეფინიციისათვის საერთოა ის, რომ კორპორაციული მართვა წარმოადგენს კორპორაციების ხელმძღვანელობისა და კონტროლის სისტემას. კორპორაციული მართვის ძირითად ორგანოს ცხადია წარმოადგენს კორპორაციების მმართველი ორგანოების კონტროლის უზრუნველყოფა, რათა მათ ბოროტად არ გამოიყენონ თანამდებობრივი მდგომარეობა და სამართავად მინდობილი ქონების განკარგვის უფლებამოსილება. იმისათვის, რომ კორპორაციას სწორი მართვის სტარტეგია ქონდეს, აუცილებელია შიდა და გარე კონტროლის კარგი მექანიზმები, რაც საშუალებას აძლევს საწარმოს დიდი უპირატესობით ისარგებლოს საერთაშორისო კონკურენციაში და მიიზიდოს ინვესტორები.
ვფიქრობ, იმისათვის ,რომ საწარმოს გააჩნდეს კორპორაციული მართვის უნივერსალური მოდელი, საჭიროა არსებობდეს სწორი მენეჯმენტი. ამისათვის, საწარმომ უნდა განახორციელოს კორპორაციული მართვის სრულყოფის ისეთი თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც გეგმაზომიერად მოაწესრიგებს ურთიერთობებს აქციონერებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და კორპორაციის მენეჯმენტს შორის. გატარებული პოლიტიკის მთავარი მიზანი კი უნდა იყოს კორპორაციული მართვის გაუმჯობესება, გამჭირვალობის ხარისხის გაზრდა, საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლება და ინვესტორების უფლებების დაცვის გარანტია.
იმისათვის,რომ მმართველობის პერიოდი იყოს გამჭვირვალე და ნდობით აღჭურვილი, აქციონერებს უნდა ჰქონდეთ კუთვნილი აქციების რეგისტრაციის საიმედო პროცედურის მოთხოვნის შესაძლებლობა, აქციების გასხვისებისა და გადაცემის, საწარმოს შესახებ ინფორმაციის დროულად და რეგულარულად მიღების, ხმის მიცემის უფლებების გამოყენება, საწარმოს მოგების წილის მიღების უფლება.
აგრეთვე, მნიშვნელოვანია გახსნილობისა და გამჭვირვალობის როლი საკორპორაციო სამართალში, რაც ერთის მხრივ, ინვესტორების განსაკუთრებულ გარანტიად ითვლება, ხოლო სხვა მხრივ კი, კორპორაციების ხელმძღვანელთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღკვეთის წინაპირობად. ამიტომ ნებისმიერი ინფრომაცია, რომელიც შეეხება საწარმოს ქონებრივ, საფინანსო და მმარრთველობით სტრუქტურას, დროულად და სათანადოდ უნდა იყოს გამჟღავნებული.
ყველა, ამ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების უგულებელყოფამ შესაძლოა მიგვიყვანოს სავალალო შედეგემადე. ამიტომ გასათვალისწინებელია ისეთი სიტუაციებიც, როდესაც სამეურნეო საქმიანობის გაუარესებით კომპანია შეიძლება გაკოტრდეს. სწორედ ასეთი საშიშროება უნდა გაითვალისწინონ სამეურნეო სუბიექტის ხელმძღვანელებმა და კრედიტორებმა, რათა ფინანსური სიძნელეების პირობებში მათ შეძლონ დაგეგმილი ფულადი სახსრების მიღება. როდესაც საქმე გვაქვს დროებით ფინანსური სიძნელეებთან, სამეურნეო სუბიექტები ფულადი სახსრების დეფიციტს განიცდიან ან გადახდისუუნარობა გაკოტრების წინაპირობას მოასწავებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური პრობლემების გამომწვევი მიზეზი საკმაოდ ბევრია, მათ გაკოტრებაში პასუხისმგებლობა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფირმის მენეჯერებსა და მესაკუთრეებს ეკისრება.
თუ კომპანია გადახდისუუნაროა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იგი განხილულ უნდა იქნეს, როგორც კომერციულად გაკოტრებული. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში კომპანიის გაკოტრებასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც მისი ვალდებულებები აჭარბებს აქტივების საბაზრო ღირებულებას. კომპანიის გაკოტრების მრავალი მიზეზია ცნობილი, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მენეჯერების და საერთოდ, ხელმძღვანელთა არაკვალიფიციურობა და არაპროფესიონალიზმი, წარმოების მოცულობის შემცირება და სასარჩელო პროცესი.
იმის გათვლისწინებით, რომ კომპანიის გაკოტრებით იზრდება კრედიტორების მიერ გაცემული სესხების დაკარგვის ალბათობა,ისინი თავდაპირველად ცდილობენ კომპანიის ფინანსური სიძნელეების სასამართლოს გარეშე მოგვარებას. პრაქტიკითაც დადასტურებულია, რომ კომპრომისული შეთანხმება სასარგებლოა,ნაკლებ დანახარჯებს მოიცავს და მოხერხებულია შესასრულებლადაც, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ.
თუ ნებაყოფლობითი მოწესრიგება შეუძლებელია, კრედიტორებს უფლება აქვთ კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადონ. საქართველოში კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ წარმოებს მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. კომპანია უფლებამოსილია შეარჩიოს ნებაყოფლობითი ან იძულებითი რეორგანიზაცია.
ნებაყოფლობითი რეორგანიზაციის დროს კომპანია ეძებს რეორგანიზაციის საკუთარ გზას, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ იგი იყოს გადახდისუუნარო. ხოლო, რაც შეეხება იძულებით რეორგანიზაციას, კრედიტორები ადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას და ასაბუთებენ, რომ ფირმა ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
პრაქტიკა აგრეთვე იცნობს რეორგანიზაციის შემდგე ეტაპებს, რაც შეიძლება იყოს: განცხადება რეორგანიზაციაზე, მოსამართლის თანხმობა კრედიტორებისაგან უფლებამოსილი პირის არჩევაზე, სასამართლოში წარადგინოს რეორგანიზაციის გეგმა. რეორგანიზაციის პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯების გადამხდელია მოვალე-კომპანია.
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 14-ე მუხლის თანახმად, საწარმოს რეორგანიზაცია მოიცავს შემდეგ სახეებს: გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის პროპორციულობის პრინციპით.
გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) გულისხმობს, რომ საწარმო შეიძლება საწარმო გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება კორპორაციათა უიმედო პერსპექტივებს, მდგომარეობიდან ერთადერთი შესაძლო გამოსავალია კორპორაციის ლიკვიდაცია, იმ პირობით, რომ საფრთხე არ დაემუქრება კრედიტორთა ინტერესებს.
საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია,რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა სია.
საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს 90-ე დღისა საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით ად ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა განათავსოს სასამართლოს ანდა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
მხედველობაშია მისაღები მესათკუთრე-აქციონერთა ინტერსებიც. თუმცა, განვითარებული ქვეყნების საკანონმდებლო აქტები უპირატესობას კრედიტორთა ინტერესებს ანიჭებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორთა უნდობლობას მოყვებოდა სესხების გაცემის შეწყევტა, რითაც შეფერხდებოდა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროცესი და საბოლოო ჯამში, ეს ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის დაცემასთან მიგვიყვანდა.