ნოტარიუსის დანიშნულება და სანოტარო ფუნქცია თანამედროვე საქართველოში

ბოლო ათწლეულების განმავლობში საგრძნობლად გაიზარდა სასამართლო დავები. ცხოვრება წინ მიდის, ჩნდება პრობლემები, დაბრკოლებები და უთანხმოებები საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის და ამგვარი საკითხების მოგვარების ერთ-ერთ წარმატებულ საშუალებად იქცა სასამართლოსადმი მიმართვა, რაც გარკვეულ ხარჯებთან და ნერვიულობასთანაა დაკავშირებილი, და რაც მთავარია ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ დროს. დრო კი ყველამ ვიცით, რომ დღეს ყველაზე ძვირად ფასობს.

 

სწორედ ამიტომ, კანონმდებელმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო სანოტარო საქმიანობის წინ წამოწევა და აქტიური გამოყენება, რაც საზოგადოებას გაუმარტივებდა დავის გადაწყვეტას ცივილური გზით და საერთოდაც შეამცირებდა შეთანხმებებში პრობლემების წარმოშობი რისკს. ანუ ეს ნიშნავდა იმას, რომ ორ მხარეს შორის ურთიერთობის დაწყების ეტაპზევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნებოდა მათი უფლება-მოვალეობები, რომელის დამოწმდებოდა სანოტარო წესით და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე იქნებოდა სხვა დოკუმენტებთან მიმართებაში. ვინაიდან უტყუარობისა და ნამდვილობის დაწამოწმებლად საუკეთესო საშუალებაა სანოტარო აქტი. ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბევრისთვის ნაცნობი ისტორიის უცნობი ფაქტი: ქრისტეფორე კოლუმბს მოგზაურობისას ახლდა სამეფო ნოტარიუსი ესკოვედო, რომელმაც შეადგინა კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის აქტი და ამგვარდ ოფიციალურად დაადასტურა ეს ისტორიული ფაქტი.
ზოგადად კი ნოტარიატის წარმოშობის ისტორია სათავეს იღებს ძვ. რომიდან და მას შემდეგ განვითარების ბევრი ეტაპი გაიარა. საქართველოს სანოტარო სამართლის კანონმდებლობა აგებულა ლატინური ნოტარიატის პრინციპზე და განვითარებას იწყებს 1975 წლის აპრილიდან კანონით "სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ". მაშინდელი საბჭოთა ნოტარიუსი განსხვავებით დღეს არსებული ნოტარიუსისგან ხელფასს იღებდა სახელმწიფოდან და შესაბამისად მის შეცდომაზე პასუხისმგებელობაც ეკისრებოდა სახელმწოს. დღეს კი ნოტარიუსის გამარტება მდგომარეობს შემდეგში:
ნოტარიუსი - არ არის საჯარო მოხელე, ის არის იურისტი, რომელიც მასზე სპეციალური საჯარო უფლებამოსილებით დაკისრებულ ფუნქციებს აღასრულებს თავისუფალი პროფესიის ფარგლებში. იგი უფლებამოსილია: დაამოწმოს კონტრაგენტების მიერ შედგენილი აქტებისა და კონტრაქტების ავთენტურობა (ნამდვილობა); შეადგინოს დოკუმენტები და მისცეს მათ საჭირო და მართებული ფორმა; იყოს იმ პირების მრჩეველი, რომლების მიმართავენ მას სამართლებრივი დახმარებისთვის და განახორციელოს უდავო სუბიექტური უფლებების დაცვა სუბიექტის ნებაყოფლობის საფუძველზე.
რაც შეეხება იმას თუ რა შემთხვევაში და რა მოთხოვნით შეუძლია მიმართოს მოქალაქემ ნოტარიუსს. თუ მოქალაქეს ესაჭიროებ:
1. ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება;
2. ასლის ორიგინალთან შედარება;
3. ასლის ორიგინალთან შესაბამისობის დადასტურება;
4. სამართლებრივი კონსულტაცია;
5. სამემკვიდრეო საქმის წარმოება;
6. სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
7. თარგმნა დამოწმებით;
8. პირის ცოცხლად ყოფნის დამოწმება;
9. სააღსრულებლო ფურცლის გაცემა;
10. და ყველა სხვა დოკუმენტის დამოწმებული ასლების გაცემა;
ამ შემთხვევებში უნდა მიმართოს ნოტარიუსს, ვინაიდან სანოტარო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს აქვთ ორიგინალის იურიდიული ძალა.
ზემოთხსენებული მომსახურებების მიღება უფრო გაადვილებულია, ვინაიდან უკვე ამოქმედებულია სანოტარო სერვისი ონლინ რეჟიმში 2010 წლიდან და შესაბამისად ამავე წელს საქართველოში 7391 სანოტარო აქტი დამოწმდა ონლინში. (და სხვათაშორის საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც სანოტარო მომსახურება ონლინ რეჟიმში სრულდება.)
გარდა ამისა ნოტარიუსტა პალატის იურიდიული სამსახური კონსულტაციას გასცემს ასევე ონლინში. მაგრამ თუ მოქალაქეს ეს არ აკმაყოფილებს და სურს ნოტარიუსთან ვიზიტი მას ასევე შეუძლია, რომ ონლაინში წინასწარ დაჯავშნოს მისთვის სასურველ ნოტარიუსთან ვიზიტი, მისთვის საურველ დროს.
რაც შეეხება სხვა სერვისებს, ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული მომსახურება რომელიც 2013 წლის 01 ოქტომბრიდან ამოქმედა არის - სანოტარო მედიაცია, რაც გულისხმობს დავის მოგვარების ალტერნატიულ, გამარტივებულ და იაფ ფორმას.
ვინაიდან საფასური არის საკმაოდ ხელმისაწვდომი და ამასთანავე მოქალაქემ წინასწარ იცის გაწეული სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზრაურის ოდენობა, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონით და რომელიც განთავსებულია თვალსაჩინო ადგილზე სანოტარო ბიუროებში.
და ბოლოს, ვფიქრობ საზოგადოებისათვის საინტერესო იქება ის ფაქტი, რომ სანოტარო მომსახურების გაწევის პროცესი აისახება ვიდეოფირზე და საჭიროების შემთხვევაში მისით სარგებლობა არის შესაძლებელი.
ახლა კი თავად გააკეთოს საზოგადობამ არჩევანი თუ რა ხერხს მიმართოს პრობლემის მოსაგვარებლად, და ვიმედოვნებ რომ ჩვენი სტატია გაუადვილებს და დაეხმარება მას არჩევანის გაკეთებაში.

წინამდებარე სტატია მომზადებულია ნელი ჩაჩაურის მიერ

 

სიახლეები:

5 მარტს 18 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის კლინიკის
პრეზენტაცია!

ამუშავდა ონლაინ კონსულტაციის სისტემა!

მიმართვა

iliauni1